• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, შაბათი, 18 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“112-ში ფოტოგრაფის ზარის ფაილის თარიღია 30 ივნისი, 23:30 საათი – რაც ეჭვებს აჩენს”

ალია ავტორი - ალია
18:14 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერის გამოთხოვის განჩინება 23 ივნისს ჰქონდა, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოითხოვეს:

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მამულაშვილი აცხადებს, აღნიშნული ჩანაწერი საგამოძიებო ორგანომ დაცვის მხარეს დაუყოვნებლივ არ გადასცა და ისე გაასაჯაროვა.

„მნიშვნელოვანია ის, თუ როდის გაასაჯაროვა საგამოძიებო ორგანომ 112-ის ჩანაწერი. განჩინება 23 ივნისს არის მიღებული, გასათვალისწინებელია, რომ 112 შსს-ს დაქვემდებარებაშია, დაახლოებით, 10-15 წუთი იყო საჭირო იმისთვის, რომ ამის ტექნიკურად გამოთხოვა 23 ივნისსვე მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა იყო, საგამოძიებო ორგანო ამ პროცესს 7 ივლისს, 13 საათსა და 55 წუთზე ასრულებს და 14:00 საათზე მინისტრის მოადგილე პრესკონფერენციას იწყებს, ანუ საგამოძიებო ორგანომ ბრიფინგამდე 5 წუთით ადრე მიიღო გამოთხოვილი მასალა.

მნიშვნელოვანი იცით რა არის? საგამოძიებო ორგანოში 7 ივლისს, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვიყავით და ეს ჩანაწერები დაახლოებით, 6-7 საათზე გადმოგვცეს, ვინაიდან მცხეთის პოლიციის დეპარტამენტს ეს მტკიცებულებები არ ჰქონდა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, თუ საქმეში არსებობს მტკიცებულება და ადვოკატი დილის 10 საათიდან იწყებს მოთხოვნას, გასაჯაროებები და მონტაჟი, ხმები კი არ უნდა გაკეთდეს, ეს მტკიცებულება ჯერ დაცვის მხარეს უნდა გადასცენ. ეს იცით რას ნიშნავს? ბრალდებას მინიმუმ, ეს მტკიცებულება ჰქონდა და ჩვენ დაუყოვნებლივ არ გადმოგვეცა, რაც მის დაუშვებლობას იწვევს…

ადვოკატის თქმით, 112-ში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ ზარი 19 ივნისს, 00:51 საათზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად 30 ივნისი, 23:30 საათია მითითებული.

„იმისათვის, რომ მტკიცებულება დასაშვები იყოს, მისი წარმომავლობა და ავთენტურობა ცნობილი უნდა იყოს, რომელიც შესაბამისი ექსპერტიზით დასტურდება. მათ შორის, ფონოსკოპიური ექსპერტიზის კუთხით, ხმის შედარებით, მაგალითად, ხომ არ არის გადაკეთების, მონტაჟის კვალი და ა.შ. ეს პირველადი ეჭვები დაცვის მხარეს გაგვიჩნდა. თუკი, ფაილებს შევისწავლით, ვნახავთ, რომ 112-ში პირველი ზარი 19 ივნისს, 00:51 საათზე არის განხორციელებული, ხოლო მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად მითითებულია 30 ივნისი, 23:30 საათი და ჩვენ გვაქვს გონივრული და დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს ფაილი შესაძლოა, მინიმუმ დამუშავებული იყოს. არ ვსაუბრობთ ეს ახლიდან შექმნილია, თუ ახლიდან ჩაწერილი და ა.შ. ეს არის მინიმუმ დამუშავებული. რაც არ უნდა გადაწერა მოხდეს სხვა დისკზე, კომპიუტერში, შექმნის თარიღი უცვლელი რჩება. ამ კუთხით კითხვები არის და ეს უნდა გამოიკვლიონ“

მისივე განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირების და ასევე, ანი გაბეჩავას მიმართ ექსპერტიზა მომხდარი ფაქტიდან 18 დღის დაგვიანებით, 6 ივლისს დაინიშნა.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved