ინდოეთის ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელ მცირეწლოვან გოგონას უჩვეულო თავისებურება აღმოაჩნდა- იგი სისხლიანი ცრემლებით ტირის. აღნიშნული შემთხვევა შეისწავლეს ნიუ-დელის სამედიცინო ინსტიტუტში ოფთამოლოგებმა. მათი თქმით ეს წარმოუდგენლად იშვიათი შემთხვევაა, რომელსაც ჰამოლაკრიას უწოდებენ.
11 წლის გოგონას დედის განცხადებით უკანასკნელი კვირების განმავლობაში ძალზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მისი შვილის მიერ სისხლიანი ცრემლებით ტირილი, რომელსაც პარალელურად არც ტკივილი სდევდა თან და არც ინტენსიური ემოციური ფონი აღენიშნებოდა.
მშობლის თქმით, ზემოხსენებული შემთხვევა 3 წუთამდე ხანგრძლივობით გრძელდებოდა. პაციენტს არ აქვს რაიმე კონკრეტული ტრავმის ან დაავადების სამედიცინო ისტორია. მას შემდეგ რაც ექიმებმა ჩაატარეს გამოკვლევა აღმოჩნდა, რომ გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალურია-მას ყველაფერი წესრიგში აქვს.
მისი ცრემლის ჯირკვლები ჯანმრთელი და დაუზიანებელია, აგრეთვე სუფთაა მისი სისხლი და სისხლის უჯრედებიც. ექიმები დაავადების გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. სისხლიანი ცრემლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სამედიცინო მედიკამენტების მოხმარებაც იყოს. ექიმები იმედოვნებენ, რომ თავისით აილაგმება.
კომენტარები