• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“11 თებერვალს სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენება იგეგმება!” – რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
14:33 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და განცხადებას ავრცელებს:

“საგანგებო განცხადება!!!

კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში.

ეს არის რუსეთის მიერ ერთგვარი შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ რუსეთის ეკლესიისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნის გამო, რაც პატრიარქის კურთხევით განხორციელდა. ჩვენი ძალისხმევით ამ წერილმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა, რამაც რუსეთის საპატრიარქო დიდად გააღიზიანა.

გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას მავანთა დანაშაულებრივი მიზნების გამო და საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში გაბატონებულ ძალებს მოვუწოდებთ, რომ ხელი აიღონ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმის სისრულეში მოყვანისაგან და ნებისმიერი გადაწყვეტილების გზაზე მოქმედებისას დაეყრდნონ წმინდა წერილს, საღვთო გარდამოცემას, საეკლესიო ტრადიციასა და სჯულის კანონის ღვთივსულიერ პრინციპებს!

აგრეთვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მიტროპოლიტ შიოს – ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა და თავიდან აარიდოს დედა-ეკლესიას მოსალოდნელი საფრთხეები და ინტრიგები, რომლის თანამონაწილეც წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც გახდება.

ვსასოებთ ყოვლადმოწყალე და მარადიულ მღვდელმთავარ იესო ქრისტეს, რომ ეკლესია, ერი და საზოგადოება თავიდან აირიდებს ხსენებულ ბოროტებასა და ფატალურ ხვედრს, რომელსაც მართლმადიდებლობის “ველიკოძერჟავული” აგრესიით მომართული მტრები მას უქადიან.”

თეგები: რელიგიის ექსპერტთა ასოციაციასაქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved