• რეკლამა
  • კონტაქტი
16:28, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მხოლოდ 1 აღიარებს დანაშაულს ნაწილობრივ

ალია ავტორი - ალია
15:45 07-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 11 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მცხეთის რაიონული სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მიმდინარე პროცესს 11-ვე სრულწლოვანი ბრალდებული ესწრებოდა. ბრალდებული მორაგბეების ადვოკატები სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს საკითხს აყენებნენ.

ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

11 პირიდან ბრალს არ აღიარებს 10 მათგანი, მხოლოდ ერთი – ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან. პროკურორის განმარტებით, მას არ დაზუსტებია რას გულისხმობდა ნაწილობრივ აღიარებაში.

დუმილის უფლება გამოიყენა, საბა ჩხარტიშვილმა გამოიყენა. მასაც მცხეთის აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთა დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.

​პროკურატურამ, სრულფასოვანი გამოძიების საბაბით, 31 ივლისს დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა, რის შედეგადაც დღის წესრიგში დადგა სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი.

ამჟამად, 11 სრულწლოვან ბრალდებულს, ირაკლი მუმლაძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, საბა გოგშელიძეს, გიგა ტატიაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა ჟვანიას, საბა ჩხარტიშვილს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ირაკლი წაქაძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. საქმე მიმდინარეობს კიდევ ერთი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით, თუმცა, ამ დრომდე, ეს მუხლი არცერთ ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი.

რაც შეეხება ექვს არასრულწლოვან ბრალდებულს, იმის გათვალისწინებით, რომ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, სასამართლოში არსებითი განხილვისთვის 31 ივლისს წარიმართება.

თუმცა, ბრალდების განცხადებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ახალი ბრალდების, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენას.

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved