• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“10000 დოლარიანი სპორტულები აცვია და დაგვცინის – “არ აგარევინებთო” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
17:19 04-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,737

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:

“გაზულუქებული – პარაზიტი, რომელსაც იამამოტოს 10000 დოლარიანი სპორტულები აცვია დაგვცინის და გვიტრიალებს სლოგანს – “ არ აგარევინებთო “ (თავისთვის კი აქვს დალაგებულ-აწყობილ-აშენებული) ‼️
ანუ ასეულ-მილიონიანი სახელმწიფო ტენდერები ჩვენ უნდა მოვიგოთ და ბიუჯეტი ვძარცვოთო ⁉️
ჩვენმა შვილებმა პარიზსა და ლონდონდონში უნდა იგრიალონ-ისწავლონ და თქვენს შვილებს საქართველოს უნივერსიტეტებში თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი უნდა შეუჩერონო ⁉️
ჩვენ ბადენ-ბადენში და მონტე-კარლოში უნდა დავისვენოთ, ათასები წავაგოთ კაზინოში და თქვენ ქობულეთში “ 1 კოიკიანი” ბინა ვერ უნდა იქირაოთო ⁉️
ჩვენი ძაღლები უკეთესი ხარისხის საკვებით უნდა გამოვკვებოთ, ვიდრე თქვენი საჭმელი არისო ⁉️
ჩვენ 1 კოსტუმში 15000 დოლარი უნდა მივცეთ და თქვენ თვეში 100 დოლარი პენსია იკმარეთო ⁉️
ჩვენ ვაკეში 3 სახლი,წყნეთში,ბათუმში, ბარსელონასა და მადრიდში , კანარის კუნძულებზე, ჟენევის ტბაზე თუ სხვაგან აგარაკები უნდა გვქონდეს და თქვენ ჩვენგან “ დაკრიშულმა” მევახშეებმა სახლ-კარი უნდა წაგართვან და ღია ცის ქვეშ დაგტოვონო ⁉️
ჩვენ და ჩვენმა პარაზიტმა შვილებმა უახლოესი მარკის მერსედესებით ან ბენტლით უნდა ვიაროთ და თქვენ სამარშუტო ტაქსის ფული არ უნდა გქონდეთო ⁉️
ჩვენ ნახატებში, ოქროულობაში, ბრილიანტებში ათასები უნდა ვხარჯოთ და თქვენს მოხუცებს წამლის შეძენა არ უნდა შეეძლოთო ⁉️
ჩვენი შვილები მხარ-თეძოზე უნდა წამოწვენ, არცერთმა ჯარში არ უნდა იმსახურონ და თუ რამე მოხდა თქვენი შვილები ფრონტის წინა ხაზზე უნდა ომობდნენო ⁉️
აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დაივიწყოთ, მაღალჩინოსნების მონები უნდა იყოთ, არჩევნები გაგიყალბოთ, ხაინდრავას მსგავსმა ავაზაკებმა ჭკუა უნდა დაგარიგოთ, ავადმყოფი ბავშვები უცხოეთში ვერ უნდა წავიდნენ ოპერაციის გასაკეთებლად და ჩუმად უნდა იყოთ – იამამოტო-სპრტულებიანებს აწყობილი ცხოვრება არ აერიისო ⁉️
თუ არ დაგვიჯერებთ აგერ გვყავს მურუსიძე -ერთ ჩაქუჩს დაარტყამს და მართალ კაცს მტყუანად, უდანაშაულოს დამნაშავეთ გამოგაცხადებთო ⁉️
ვისაც ასეთი ყოფა არ მოგწონთ აგერაა “ვიზეარის” თვითმფრინავი, იყიდეთ ბილეთი და კოპიტნარის აეროპორტიდან ისე წადით – უკან დაბრუნებულები არ დაგინახოთო ⁉️
ხოდა ახლა კარგად მისმინეთ – თქვენი ფუფუნებაც ………  თქვენს ავაზაკურ ცხოვრებას …….. და ვისაც ჩვენი არეული არ მოგწონთ, იმათ დალაგებულს ზედ ….. ……. ‼️
რითი ვერ შეიგნეთ – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა – დაჩაგრული და მშვიდობიანი ცხოვრება მონების ხვედრია ‼️“

 

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved