• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 წლის წინ “ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
13:06 08-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია:

„ჩვენ აუსრულებელი ოცნებებისა და დანგრეული მითების ქალაქში, წყალტუბოში ვიმყოფებით. დღეს, ეს ქალაქი უნდა იყოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, მაგრამ სამწუხაროდ ის არის ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და ემიგრაციის ქალაქი. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც იზიდავს საქართველოს და მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ქალაქი, რომელსაც ტოვებენ. ბოლო 13 წლის განმავლობაში, წყალტუბოს მოსახლეობა 21 ათასით შემცირდა. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც დაასაქმებს ათობით ათას ადამიანს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არის ქალაქი, რომელსაც 8 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ჰყავს. ქალაქი, რომელიც იმერეთისა და სრულიად დასავლეთ საქართველოს უნდა ასაქმებდეს და ერთ-ერთი ეკონომიკური ღერძი უნდა იყოს, რეალურად საკუთარ მოქალაქეებს ვერ ასაქმებს.

2015 წელს, 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა 10 წლის თავზე ვხედავთ, რომ კვლავაც, აქ არის „ქოცური“ ნანგრევები და ეს არის საუკეთესო სახე, იმ შულერობისა, არაკომპეტენტურობისა და ანტიქართულებისა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განასახიერებს.
6 წლის წინ, ამ ქვეყნის მთავარმა თაღლითმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ იგი პირად რესურსს და ყურადღებას გაიღებდა იმისათვის, რომ წყალტუბოს ეკონომიკური და ტურისტული რეაბილიტაცია მომხდარიყო. 6 წლის თავზე კი არა თუ 22, არამედ არცერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია, არც ერთი ადამიანი არ დაუსაქმებია და არცერთი პროექტი წინ არ წაუყვანია, რაც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი, აუხდენელი ოცნებების, დანგრეული ეკონომიკისა და ანტიქართული იდეოლოგიის გამტარებელი პოლიტიკური ძალაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი მას ჩვენი ბრძოლით უნდა დავუპირისპირდეთ, წავართვათ წყალტუბო, იმერეთი, მთელი საქართველო.
ჩვენ აქ უნდა შევქმნათ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მსოფლიო მიზიდულობის კერა და უნდა გავათავისუფლოთ საქართველო. უნდა შევქმნათ როგორც ახალი ძლიერი ქართული სახელმწიფოს საწინდარი, საწინდარიო, სადაც ქართველებს დაედგომებათ, გააჩნიათ ადეკვატური შემოსავალი, არ უწევთ ემიგრაციაში გადახვეწა. უნდა შევქმნათ ადგილი, სადაც ადამიანი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნობს თავს. ამიტომ ყველა იმერელს, ქართველს ბოლომდე ბრძოლისკენ მოვუწოდებ, რომ გავათავისუფლოთ წყალტუბო, რომ შევქმნათ ახალი დასაქმების კერა, აქ ჩამოდიოდნენ მთელი მსოფლიოდან და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული, ტურისტული და სოციალური ცენტრი ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ იმერული, დასავლურ-ქართული და ქართული ეკონომიკა გავზარდოთ და გავაორმაგოთ, რომ საბოლოოდ დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფო დავაბრუნოთ საკუთარ ევროპულ გზას“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
(R)
თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved