უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის თქმით, 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა.
“ამ დაბომბვას შეიძლება ენერგეტიკული ტერორიზმი ვუწოდოთ. ჩემი აზრით, ეს იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება, რომელიც მუდმივად იბომბებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. დაბომბვა მოხდა 12 რეგიონში. ამ დროისთვის, ჩვენ დავაფიქსირეთ 74 თავდასხმა, სამწუხაროდ, დადასტურებული ინფორმაციით, 14 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა”. – თქვა მონასტირსკიმ.
კომენტარები