ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი:
“გთავაზობთ იმ 10 ძირითადი საკითხის ჩამონათვალს, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ახლო აღმოსავლეთში 2022 წელს:
1. თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსი (თურქეთ-დასავლეთის, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები);
2. თურქული ლირის კურსი/თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა;
3. სამოქალაქო ომი სირიაში;
4. ირანის საგარეო პოლიტიკა (მოლაპარაკებები ბირთვულ ხელშეკრულებაზე, სანქციების საკითხი, ისრაელ-ირანისა და საუდი-ირანის დაპირისპირება);
4. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი;
5. ჰუმანიტარული კატასტროფა ავღანეთში;
6. ფეთქებადსაშიში მდგომარეობა ერაყსა და ლიბანში;
7. ადამიანის უფლებების (მათ შორის, ქალთა უფლებების) და დემოკრატიის ხარისხის კლება მთელ რეგიონში;
8. ტერორიზმი და რადიკალიზაცია/სექტარიანული დაპირისპირება;
9. არალეგალური და უკონტროლო მიგრაცია;
10. ეკოლოგიური (კლიმატის ცვლილება, ტემპერატურის მატება, გვალვები და წყლის ნაკლებობა) და ჰუმანიტარული პრობლემები (დემოგრაფიული აფეთქება, შიმშილი, ავადმყოფობები, განათლების ხელმისაწვდომობა).
ყველა ამ საკითხს გააჩნია პოტენციალი, სხვადასხვა ხარისხით გავლენა იქონიოს საქართველოზეც.
შესაბამისად, მომავალ წელს საჭირო იქნება მათთვის თვალის მიდევნება.”
კომენტარები