ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ, რომ შევაჯამოთ ოცნების გენიალური საკანონმდებლო მიღწევა:
1 სექტემბრიდან მთელი სატელევიზიო სივრცე, საინფორმაციოიან–თოქშოუებიან მულტფილმებიანად ვართ 18+.
შესაბამისად, მაუწყებლობას დავიწყებთ 24:00–დან, შესაბამის დროით შუალედში.
დღისით შემოგთავაზებთ რამე ჩიტების ჭიკჭიკის ამსახველ პროგრამებს. რა პრობლემაა, გადავეწყობით ქოცნების ახალ წესრიგზე.”
კომენტარები