• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1 380 000 ლარი ერთ თვეში-ვისგან მიიღო “ოცნებამ“კოლოსალური შემოწირულებები აპრილში

ალია ავტორი - ალია
15:26 05-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,358

1 380 000 ლარი – ეს ფული მხოლოდ ერთ თვეში “ქართულმა ოცნებამ“ ერთგული დამფინანსებლებისგან მიიღო. როგორც ირკვევა, აპრილის თვეში რამდენიმე  კონკრეტულმა კომპანიამ, მათმა მეწილეებმა და ამ მეწილეების ოჯახის წევრებმა, ერთდროულად გადაწყვიტეს, რომ მმართველი პარტიისთვის თანხა ეჩუქებინათ, – ინფორმაციას ,,ტვ პირველი” ავრცელებს.

შემოწირულებები ძირითადად ერთნაირია და 50-იდან 60 ათას ლარამდე მერყეობს. შემწირველებს შორის არიან ლილო მოლის მეწილეები, ასევე ვაგზლის ბაზრობის მფლობელები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ბაგრატიონების გვარის წარმომადგენლები, ღვინის კომპანია “ბოლერო ენდ კომპანი“ და კიდევ რამდენიმე სხვა ჯგუფი.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის სისტემური კორუფცია, როდესაც ერთი კონკრეტული ჯგუფი წყვეტს, შესწიროს “ქართულ ოცნებას“ ფული.

მათივე თქმით, “ეს ხდება ან იძულებით, ან ხდება კონკრეტული სარგებლის მიღების იმედით და სწორედ ასე მუშაობს კორუფციული სისტემა, რომელიც მმართველმა გუნდმა ააწყო.“

ტრადიციული საურათი გვაქვს, ესენი არიან მსხვილი ბიზნეს ჯგუფები, რომლებიც წირავენ “ქართულ ოცნებას“ მსხვილ თანხებს, ამ ადამიანებს, წლების განმავლობაში, მილიონზე მეტი აქვთ შეწირული ცალ-ცალკე „ოცნებისთვის“, თუ შევისწავლით მათ ბიზნესსაქმიანობებს, ვნახავთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ უფრო მეტი აქვთ მიღებული, სხვადასხვა სახით, ეს იქნება სუბსიდიები, რომლებიც გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ ეს იქნება სახელმწიფო შესყიდვები. ასევე პრივატიზაციით მიღებული ქონება, აწარმოე საქართველოში პროგრამა და ა.შ.  წლებია, ვსაუბრობთ, რომ აქ იკვეთება სისტემური სახის კორუფცია“,- ამბობს“საერტაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი,  გიგი ჩიხლაძე.

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ბიზნესმენები ფულს “ოცნებას“ შიშის გამო სწირავენ  და თუ თანხას არ გაიღებენ, პრობლემები შეექმნებათ.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს სქემა ორი მიმართულებით მუშაობს- ერთი, შეთანხმების საფუძველზე, რომ შემდეგ სარგებელი მიიღოს ბიზნესმა და მეორე, პარტიის მხრიდან ზეწოლის ფორმები.

ლილო მოლის მესაკუთრეებს ერთად მოუნდათ ყველას, რომ თანხა შესწირონ, ასევე ვაგზლის მოედანზე არსებულ ბაზრობის მესაკუთრეებს, ბაგრატიონებს, ერთად მოუნდათ შემოწირულობები გააკეთონ, ეს არის ორგანიზებული სახე, ესენი არიან “ქართული ოცნების“ სისტემატური დამფინანსებლები, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები სარგებელს იღებენ “ოცნებიდან“. ერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ ლილო მოლის ერთ-ერთი მეწილე, პარალელურდ, გზების კომპანიაშიცაა მეწილე, რომელიც მერიის ტენდერებს იგებს-ამბობს ბესიკ დონაძე.

ამ ფულის რეალური რეალური წარმომავლობა არის ის შავი სალარო, რომელიც ივსება ბიუჯეტიდან მოპარული თანხებით, არავის ეგონოს, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადა აფინანსებს “ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას და მისი პარტია დიდი ხანია უკვე ფინანსდება ბიუჯეტიდან ნაძარცვი თანხებით, შესაბამისად, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყველა ამ შემოწირულობის უკან კონკრეტული კორუფციული გარიგება დგას, რომელიც პარავს ხალხს ფულს და დაკავებულია ქართული სახელმწიფოსათვის ძირის გამოთხრით,- აცხადებს საბა ბუაძე.

მკვლევრები ითხოვენ, გამოძიებული იქნას, თუ როგორ ხდება თანხების მობილიზება პარტიის ყულაბაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved