მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმეს, ამჯერად ახალი რეგულაციის შესაბამისად – 5 000 ლარით. სიჭინავას გუშინ, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ აქცია-პერფორმანსზე ზვიგენის ფორმის საბავშვო ქუდი ეხურა, რომელიც სახეს სანახევროდ ფარავდა.
ცნობისთვის, სამხარეოსთან აქციის მონაწილეებმა გუშინ მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს. მიიტანეს სკამები, დასხდნენ და პოლიციელებს უყურებდნენ, როგორც საცირკო სანახაობას.
კომენტარები