• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზვიადის მკვლელს ზურას მოკვლაც უნდოდა, გაუჩერებლად ისროდა – რას ამბობს ადგილობრივი წინანდალში მომხადრ სისხლიან გარჩევაზე

ალია ავტორი - ალია
13:14 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

წინანდალში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის შესახებ დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის ძმას, მოკლულ ზვიად ზვიადაურს კონფლიქტი მამაკაცთან ჰქონდა, რომელიც ზვიადაურებმა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე სარემონტო სამუშაოებისთვის დაიქირავეს. ის სარემონტო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო. უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო ზვიად ზვიადაურსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, კონფლიქტის განსამუხტად ადგილზე ზვიადაურების მეგობრები მივიდნენ.

სარემონტო ბრიგადის ხელმძღვანელმა ზვიადაურის მისამართით გაისროლა და ის ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გარდაცვლილი ზვიადაურის მეგობარი იყო. სწორედ იმ დროს, ადგილზე ოლიმპიური ჩემპიონი მივიდა და გარდაცვლილი ძმა და მეგობარი დახვდა, მათ გარდა, ზვიადაურების მხრიდან კიდევ 15-მდე პირი იყო. სროლა გრძელდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელი მამაკაცი უმისამართოდ ისროდა, რასაც კიდევ ორი მამაკაცის დაჭრა მოჰყვა.

როგორც ცნობილია, შემდეგი სამიზნე ზურაბ ზვიადაური უნდა ყოფილიყო, თუმცა მას თან ტაბელური იარაღი ჰქონდა, საიდანაც მოხდა მკვლელის მისამართით გასროლა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, ზურაბ ზვიადაურს იარაღი რომ არ გამოეყენებინა, მისი ძმისა და მეგობრის მკვლელი ყველას დახოცავდა…

“ზვიად ზვიადაურმა კომერციულ ობიექტზე რემონტისთვის წყალტუბოელი კაცი დაიქირავეს, რომელსაც სარემონტო ბრიგადა ჰყავდა, როგორც აღმოჩნდა, ისინი პროფესიონალები არ იყვნენ, მოატყუეს ზვიადაური და დაზიანებული ობიექტის დატოვებას აპირებდნენ, სიტყვიერი დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

ზვიად ზვიადაური ითხოვდა, ხელოსნებს ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ და ისე წასულიყვნენ. ამ საუბრის დროს, ბრიგადის ხელმძღვანელი ცივი იარაღით მოვიდა და ზვიადაურის მეგობარი დაჭრა. სიტუაცია იძაბებოდა, რაიონში ხმა სწრაფად გავრცელდა და ადგილზე ზვიადაურების ახლობლები მივიდნენ.

ბრიგადის ხელმძღვანელმა იარაღი ამოიღო და პირველი ტყვია ზვიადის მისამართით გაისროლა, ის ადგილზე დაიღუპა, მეორე გასროლა ზვიადის მეგობრის მისამართით განახორციელა და ისიც ადგილზე გარდაიცვალა. სწორედ ამ სროლის ხმაზე დაპირისპირების ადგილას ზურაბ ზვიადაური მივიდა, ამ დროს, ხელოსნების ბრიგადის გარდა, იქ კიდევ 15-მდე ადგილობრივი კაცი იყო.

ზვიადის მკვლელს ჩვენი ჩემპიონის, ჩვენი სიამაყის, ზურას მოკვლაც უნდოდა და შეუჩერებლად ისროდა, რასაც კიდევ ორი პირის დაჭრა მოჰყვა. ზურაბი იძულებული გახდა, ტაბელური იარაღი, რომლის ტარების უფლებაც ჰქონდა, ამოეღო და მკვლელი გაეუვნებელყო. სხვა გზა მას მართლა არ ჰქონდა, ადგილზე მისულს ძმა და მეგობარი დაღუპული დახვდა, კიდევ ორი ახლობელი – დაჭრილი და მკვლელი კიდევ სროლას აგრძელებდა.

ზურაბმა ამ გზით პირველ რიგში, იქ მყოფი ათზე მეტი სიცოცხლე იხსნა და რა თქმა უნდა, თავი გადაირჩინა. არავინ იცის, ზურას იარაღი თან რომ არ ჰქონოდა, მსხვერპლი რამდენად დიდი იქნებოდა. წინანდალში მცხოვრები ოჯახები ახლაც შეშინებულები არიან, იმდენად დიდხანს ისროდა მკვლელი, რომ ხალხს ეგონა, ომი დაიწყოო.

საზარელი ფაქტია და რა თქმა უნდა, ყველა ჩენგანზე მძიმედ მოქმედებს, ვგლოვობთ ჩვენს დაღუპულ ძმებს და მკვლელსაც, რომელმაც საქმის კეთების ნაცვლად, ოჯახები გააუბედურა, მაგრამ ზურას რომ არ ევაჟკაცა, ახლა არც კი ვიცი, რამდენ კუბოს დავითვლიდით. არა და, როცა ხელოსნები ჩამოვიდნენ, ზვიადაურები თან ყვებოდნენ, ყოველდღე სუფრას უშლიდნენ და დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ.

აქ, წინანდალში ამბობენ, რომ ბრიგადის ხელმძღვანელი ფხიზელი არ იყო და ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ალბათ, სარწმუნო ვერსიაა, საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი სამუშაოს შესრულების ნაცვლად, ხალხს არ დახოცავს, მით უფრო – მართალ ადამიანებს…” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, სისხლიანი დაპირისპირება წინანდალში 16 აგვისტოს, სასტუმრო რედისონის მიმდებარედ ტყის პირას მოხდა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის – ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა. დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი მძიმედ დაიჭრა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები, „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და “საიგას” ტიპის ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved