• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზვიადის დროს იგივე შხამი და გესლი არ იყო? სად იყო მაშინ მიშა? ბიძინა? ნიკა გვარამია?” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
17:22 07-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,973

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“ახლა მე რომ ვთქვა, ბოლო 35 წლის განმავლობაში ყველაფერი მსმენია, მაგრამ გია კობახიძის КГБ-შნიკობის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია მეთქი, უეჭველად მეტყვიან: `მასე შენ არც გია ჭანტურიას КГБ-შნიკობაზე გსმენია რამე და`….`მასე შენ არც ზვიად გამსახურდიას КГБ-შნიკობაზე გსმენია რამე და…….`
ჰოდა ახლა, მორიგი მარაზმის მიტელშპილში იცით რას ვიტყოდი?
როდესაც სოციალური და პოლიტიკური კულტურა ეპოქათა ცვალებადობასთან ანუ პოლიტიკურ დისკურსთა ცვალებადობასთან ერთად არ იცვლება, იდენტური რჩება, ეს უკვე სისტემაა!
იყო ზვიადი, იყო შევარდნაძე, იყო მიშა არის ბიძინა/
ოთხი სხვადასხვა პოლიტიკური ეპოქა. ოთხი აბსოლუტურად განსხვავებული დისკურსი.
ზვიადის დროს იგივე შხამი, სიძულვილი და გესლი არ იყო?
სად იყო მაშინ მიშა? სად იყო მაშინ ბიძინა? სად იყო მაშინ ნიკა გვარამია?
შევარდნაძის დროს იგივე (იგივენაირად) არ იყო?
მიშას დროს არ იყო?
ბიძინას დროს რამე ახალია?
და როდესაც (ვიმეორებ) სოციალური კომუნიკაციისა და ურთიერთქმედების არსი არ იცვლება, ზუსტად იგივე (ისეთივე) რჩება…. ეს უკვე სისტემაა, ანუ ქართულად თუ ვიტყვით თვისებრიობაა.
მაშასადამე მანკია და არა ნაკლი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იყო ერთი ასეთი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი: ედუარდ კოდუა.
ჩემზე ბევრად ჭკვიანი, ბევრზე ბევრად ჭკვიანი.
პუბლიცისტი, მწერალი, ფილოსოფოსი.
დაახლოებით 23 წლის წინ, როდესაც ე.წ. `ქართულ საზოგადოებაში` (ბოდიში გულს მეზიდება ამ სიტყვათშეთანხმებაზე უკვე) გაჩაღდა მორიგი ცოფიანი, პარანოიდული დისკუსია (ურთიერთსიძულვილით და შხამთა ნთხევით) , თუ როდის იწყებოდა ახალი ათასწლეული, – 2000 თუ 2001 წელს, – ედუარდ კოდუამ თქვა იმდროინდელი `რუსთავი-2` -ის ეთერში: `ჩვენ ვართ პათოლოგიური საზოგადოება!`
დიახაც.
ხოლო პათოლოგიური საზოგადოება ნორმალურ, მით უმეტეს ევროპულ სახელმწიფოს ვერ ააშენებს.
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა.
მას შეუძლია იყოს გარეგნულად მშვიდი, უბოროტო, არაგესლიანი, არაშხამიანი მხოლოდ მაშინ, როცა არის მონა! ანუ როცა არანაირი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე არ ეკისრება.
როგორც იყო რუსულ-კომუნისტური ტოტალიტარიზმის ეპოქაში და `თბილისი იყო ურთიერთობა`.
მაგრამ როგორც კი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ანუ პასუხისმგებლობა მოიპოვა, 1988-1993 წლებში, ნაცვლად იმისა, საუკეთესო თვისებები გამოემჟღავნებინა (სხვა საზოგადოებებივით), ყველაზე ბინძური თვისებები გამოამჟღავნა!
აი, ამიტომ გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან.
ამიტომ ოცნებობენ ამ ქვეყნიდან…… `გადაცხოვრებაზე`…… შვილების `გადაცხოვრებაზე`
ამიტომ! და არა ეკონომიკური პრობლემების და სიღარიბის გამო.
არ დაიჯეროთ.”
თეგები: დათო გამცემლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved