• რეკლამა
  • კონტაქტი
05:33, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზვიადი უჭერდა მხარს ილია შიოლაშვილს და წინააღმდეგი იყო მისი კონკურენტის პატრიარქობის” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
04:21 03-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,589

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ამჟამად, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია:

პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა – ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად გაგონილი მქონდა, რომ ზვიადი და მისი მომხრეები ყველანაირად უჭერდნენ მხარს ცხუმ-აფხაზეთის ახალგაზრდა მიტროპოლიტს, ილია შიოლაშვილს და წინააღმდეგნი იყვნენ მისი კონკურენტის პატრიარქობისა. როდესაც მამაჩემი დაბრუნდა გადასახლებიდან 1980 წელს, მამასთან ერთად ვესწრებოდი ყველა წირვას; იმჟამად ჩართულნი ვიყავით ეკლესიის საიდუმლოებში, ზეთს ვიცხებდით პატრიარქის ხელიდან. სიონის საკათედრო ტაძარი იმავდროულად გახდა ერთგვარი იატაკქვეშა კოხტასთავის შეთქმულების ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ პატრიოტები და დისიდენტი ინტელექტუალები, ისინი, ვისაც არ ეშინოდათ ციხის და გადასახლების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა.

გვახსოვს, როგორ იწყებდა ქართული ეკლესია თავის აღმავლობას 1977 წლიდან. სულ რაღაც 50-მდე მოქმედი ტაძარი, 70-მდე მღვდელმსახური მთელს საქართველოში. ყველგან შეზღუდვა, შევიწროვება, ათეიზმი, კომუნისტური იდეოლოგია, კგბ-სუკის თვალთვალი და კონტროლი; სხვისი დროშები და სხვისი ისტორია, სუვერენიტეტი ცხადია, იმაზე მეტი, ვიდრე ცარიზმის დროს იყო, მაგრამ მაინც ძალიან შეზღუდული. პატრიარქის დიდი მეცადინეობით ეკლესია ამ წლებში გაიზარდა, წარმოიქმნა დიდი სინერგია ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და ეკლესიისა; როდესაც „ზღვა საგუბარის კედელი“ დაიბზარა და დამხობა იწყო, გაიხსნა ახალი ტაძრები, ეკურთხა ბევრი სამღვდელო პირი. მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა რესპუბლიკაში როგორ მატულობდა ხალხი აღგომის ღამეს – ლიტანიობაზე, მორწმუნეთა რაოდენობა ყოველ წელს მეტი და მეტი ხდებოდა.

აჰა, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანამ უმძიმეს ქარტეხილებში გამოიარა. როდესაც 14 წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დავბრუნდი, მიმიღო კათოლიკოს-პატრიარქმა თავის რეზიდენციაში, დიდხანს ვისაუბრეთ, შემდეგ ღიად გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა ტელევიზიებთან. დაუვიწყარია მისი საჭირო და დროული მედიატორობა 2007-2009 წლის ანტისახელისუფლებო პროტესტის მიმდინარეობისას, სადაც მან უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ არ დაიღვარა სისხლი: გარეშე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში. არ დავკლებივარ პრაქტიულად არც ერთ შეხვედრას იმდროინდელ ოპოზიციასთან, რომელიც მისი ინიციატივით გამართულა, სადაც მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იყო. ხოლო როდესაც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევების შემდეგ, მან მიმიღო და დიდხანს ვისაუბრეთ – ეს იყო მისი მხრიდან ნუგეშისცემა.

როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი. დაკრძალვისას ამოვიდა მთაწმინდის პანთეონშიც, ლოცვები წაიკითხა მიწით ახლადდაფარულ საფლავთან. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ცოტნე პირველად დააპატიმრეს, მახსოვს, გულთან როგორ ახლოს მიიტანა, პირდაპირ ჩაერთო და მოხერხდა ცოტნეს გამოხსნა საპატიმროდან. როდესაც იგი მეორეჯერ დააპატიმრეს, არც ამჯერად დაუკლია მცდელობა პატრიარქს. ამ ბოლო დროსაც სწუხდა, განიცდიდა ცოტნეს მძიმე მდგომარეობის გამო.

48 წლიანი ეპოქა დასრულდა, მისი მოღვაწეობა განაწილებულია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში, თითქმის თანაბრად. იგი მონუმენტური პანოსავითაა, რომელზეც კარგად მოჩანს დასრულებული თუ დაუსრულებელი შტრიხები. მალე შეემატება საქართველოს მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს საფლავი მისი, ვინც ამდენი განსხვავებული შეხედულების და სულისკვეთების, პოლიტიკური გემოვნების და აღმსარებლობის ადამიანს უყვარდა. ხშირად მსმენია მისგან, მომიტევეთ, თუ რამეში არასწორი ვიყავიო. მიუტევოს უფალმა მასაც და ჩვენც. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, ჩემი სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved