• რეკლამა
  • კონტაქტი
11:21, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზუსტად ორი წლის წინ, სწორედ 19 დეკემბერს დაჭრეს ცოტნე, დაჭრაც არ ჰქვია ისეთ გამეტებას…” – გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
23:25 12-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

რეჟისორი, გუჯა ბიძია, ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“ზუსტად ორი წლის წინ, სწორედ 19 დეკემბერს დაჭრეს ცოტნე.

დაჭრაც არ ჰქვია ადამიანის ისეთ გამეტებას, რაც მას დამართეს.

ხო, ორი წელიწადი გავიდა.

და ბევრი რამ მოხდა ამ ხნის განმავლობაში, და რაც მოხდა იქედანაც ჩანს, რომ დღეს, ადამიანებს, განსაკუთრებით გვჭირდება ღმერთი, განგება, უმაღლესი გონი, თუ რაც არის, მაგრამ რომ არის ფაქტია, რადგან ყველაფერს კანონზომიერება მართავს და მიზეზ – შედეგობრიობა.

და რადგან სწორედ ჩვენ,

მე, შენ და ის, გავჩნდით ამ ქვეყანაზე, და არა სხვა,

როცა მილიონიდან ერთი შანსიც არ იყო და მაინც გავჩნდით, ესე იგი რაღაც დანიშნულება დაგვეკისრა..

რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ჭამა, სმა, და საკუთარი თავის მიცილებაა სასაფლაომდე.

დაგვეკისრა, ხო, ადამიანობა დაგვეკისრა, და თუ დაგვეკისრა, ესე იგი შემთხვევითობა არ არსებობს, და არსებობს ღმერთი, განგება, თუ გონი.

და რაც არსებობს, მინდა იყოს იმათ გვერდითაც , ვისაც შეიძლება არცა სწამთ ღმერთი, მაგრამ თავისი ცხოვრებით და საქციელით სულ საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, რადგან ადამიანის სიყვარული ამოძრავებთ, სიმართლეს ემსახურებიან და ეს სიყვარული და სიმართლეა სწორედ ღმერთი.

დღეს ნიკოლოზობაა.

სასწაულმოქმედიაო წმინდა ნიკოლოზიო, ამბობენ,

ხო, და შეეწიოს ცოტნეს და ყველას,

ვისაც ცოტნესავით არა აქვს ჯერ საშუალება, თქვას ის, რასაც ამბობდა, და აკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა ადამიანებისთვის.

შეგეწიოს, ძმობილო,

შენ და მთელ საქართველოს!”

თეგები: გუჯა ბიძიაცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved