ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
,,ადამიანი…
ჩემო კეთილო მეგობრებო, ბევრჯერ გექნებოდათ საოცარი უხერხულობის თუ უმწეობის განცდა, როდესაც გინდა ვინმეს დაეხმარო, ხელი გაუწოდო, გაჭირვება შეუმსუბუქო, განსაცდელი ჩამოაცილო, მაგრამ ვერ… არ კი არა, ვერ ახერხებ, ვერ აკეთებ… იმიტომ, რომ თავად არ გაქვს, თავად ვერ გაწვდები…
ფიქრობ, ფიქრობ და გედარდება… გტკივა…
და ამ დროს, შენ ნაცვლად, სხვა ადამიანი აკეთებს სწორედ იმ სიკეთეს, რომლის გაკეთებაც გულით გინდოდა, რომელზეც ფიქრობდი და დარდობდი!
სწორედ ამ დროს ხვდები, როგორ ჩამოგხსნა მხრებიდან, იმ სხვა ადამიანმა, ტვირთი… როგორ შეგეხიდა… როგორ შეგიმსუბუქა დარდი…
ადამიანი!!!
მე ვერ დავთვლი რამდენი რამ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რამდენჯერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც მე ვერ შევძელი
რამდენჯერ შემიმსუბუქა სხვისი გასაჭირით დამძიმებული ფიქრები
რამდენჯერ მათქმევინა ცრემლებიანი სიხარულით – შენ გაიხარე, კარგო ადამიანო!
სწორედ ის, რომ ჩვენთვის განკუთვნილ დარტყმას თავად იღებს, ჩვენი დარდი ედარდება და ტკივილი ტკივა, ჩვენ გასაკეთებელს თავად აკეთებს… არის ადამიანობა!…
სწორედ ამიტომ აქვს საოცრად დიდი ნდობის მანდატი და უალტერნატივო თანადგომა ქართველი ხალხის!!!”











კომენტარები