• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზუსტად ასეთი ახალგაზრდა და შემართებით მყოფი ადამიანები სჭირდება მუნიციპალიტეტებს” – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
15:56 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35


პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე
:

თერჯოლელებო, დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის ამ მართლაც უნიკალურ ადგილას. დიდი ქართველის, კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. მიუხედავად წვიმისა, არ შიძლება არ შეამჩნიო ის ულამაზესი ლანდშაფტი და ხედები, რითაც ეს კუთხე გამორჩეულია, ლამაზი ეზოები და ის თბილი ხალხი, რომელიც დღეს  გვმასპინძლობს.

დიდი მადლობა თქვენი  მხარდაჭერისთვის, რამაც არაერთხელ მოგვიყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არის კიდევ ერთი გამარჯვება მისაღწევი და ამას აუცილებლად შევძლებთ თქვენთან ერთად.

არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვა არ ვთქვა თქვენს კანდიდატზე – ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დიდი სიყვარულით მშობლიური თერჯოლის მიმართ და რაც ყველაზე მთავარია, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით და იმ ხედვებით, ჟინით, რომლითაც მას უნდა დიდ წარმატებას მიაღწიოს თერჯოლამ, მთლიანად მუნიციალიტეტმა, ყველა იმ სოფელმა, სადაც ის ყოველდღიურად დადის და თითოეულ ოჯახთან აქვს კომუნიკაცია.

ვთვლი, რომ ზუსტად ასეთი ახალგაზრდა და შემართებით მყოფი ადამიანები სჭირდება მუნიციპალიტეტებს.

ბოლო წელიწადნახევარი, მან  ჯერ მერის მოვალეობის შემსრულებლის და შემდეგ მერის რანგში, დაგვამახსოვრა თავი რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევით- ერთი წლის წინ გარემონტებული თერჯოლის ცენტრი,  განახლებული რეგიონების პროექტით მიმდინარე ძველი კორპუსების ფასადების რემონტი.

თერჯოლა, ვიტყოდი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად გაზიფიცირებულია, ორი თუ სამი ცენტრალური გზა დარჩა, რომელიც დასრულდება. ნამდვილად საამაყოა, რომ ვხედავთ განვითარებას  ამ ერთი, კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაგალითზე, რაც ნამდვილად მოქმედი და მომავალი მერის დამსახურებაა.

ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. გამოვყოფდი ზემო საზანოდან კაცხისკენ მიმავალ გზას, რაც შეკრავს იმ ტურისტულ მარშრუტს, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს ამ კუთხეს.

აუცილებელია, ახალი შესაძლებლობები შევქმნათ რეგიონებისთვის.  ეს  შრომისმოყვარე ხალხი ბევრი პროგრამით სარგებლობს –  „აწარმოე საქართველო“, „დანერგე მომავალი“ თუ სხვა, მაგრამ აუცილებელია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას თუ რა შეუძლიათ მათ, რომ დღეს არსებული დახმარებებიდან, პროგრამებიდან, რომელიც ხორციელდება, კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ.

ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მეტი ჩართულობა და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტს  გააკეთებს, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს მუნიციპალიტეტისთვის.

ეს არის ის ძლიერი გუნდი, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს დღეს არცერთ მუნიციპალიტეტში და  ამას დავამტკიცებთ თქვენთან ერთად 2 ოქტომბერს, ძლიერი გამარჯვებით.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved