• რეკლამა
  • კონტაქტი
00:09, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ზუსტად ამ წუთას საქართველოში ახალი პირამიდა იკრებს ძალას” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
22:06 09-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,779

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,რასაც ვაფრთხილებდი TSQ-ის პირამიდასთან დაკავშირებით, საუბედუროდ, მოხდა-ათეულობით მილიონი დოლარი დაკარგეს ერთ წამში ჩვენმა მოქალაქეებმა.

არასრული 24 საათის განმავლობაში ჩემი ორი გამაფრთხილებელი პოსტი 1.2 მილიონმა ადამიანმა ნახა. ბედნიერი ვიქნები, თუ ამ გაფრთხილების შემდეგ ვინმემ გადაიფიქრა ამ თაღლითურ სქემაში ფულის ჩადება და საკუთარი ოჯახი ზიანისგან იხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვიდან მიმდინარეობდა ამ თაღლითური პირამიდის დაქოქვა და მან პიკს აგვისტოს შუა რიცხვებში მიაღწია, მთავრობას ამის თაობაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.

ეროვნულმა ბანკმა პირველად მხოლოდ 30 ივლისს გააფრთხილა ხალხი ზოგადად პირამიდული სქემების საფრთხის შესახებ, ისე, რომ არ უხსენებია კონკრეტულად აღნიშნული TSQ-რეალურად არარსებული, ვირტუალური კომპანია. არც მის მიერ 26 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში იყო ნახსენები ეს კომპანია და მხოლოდ ზოგადი რჩევებით შემოიფარგლა.

ეს უკვე დაგვიანებული, “უკან მიდევნებული ლამპარი” იყო. ე.წ. ჰენრი ჯონსმა-ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა რობოტმა, რომელიც ხალხს ნამდვილ ადამიანად მიაჩნდა-ბოლო ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 25 აგვისტოდან დროებით, 4 სექტემბრამდე, აჩერებდა ფულის გატანას და მოუწოდა ისედაც გაუბედურებულ ხალხს, კვლავ აქტიურობისკენ.

განსხვავებით სომხეთის მთავრობისგან, საქართველოს მთავრობამ სირაქლემის პოზაში ყოფნა არჩია, რადგან თავად „ოცნების“ ხელისუფლება და მისი მინისტრები იყვნენ ბრალდებული მსგავსი დანაშაულებრივი სქემების-ქოლ-ცენტრების ორგანიზებაში. მას ამ თემაზე საუბრის პოლიტიკური რესურსი არ აღმოაჩნდა. არჩია, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ელაპარაკა.

ეს მძიმე შემთხვევა გამაფრთხილებელი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ზუსტად ამ წუთას საქართველოში ახალი პირამიდა იკრებს ძალას. ძველმა თავისი მოძოვა და წავიდა-ალბათ, ცენტრალურ აზიაში საბალახოდ. ახალი კი კვლავ შეეცდება აქ ხალხის მოტყუებას.

არარსებულ ჰენრის ვერავინ ვერასდროს მიაგნებს. აი, ამ პირამიდის ორგანიზატორებსა და ე.წ. ლიდერებს კი პასუხი უნდა მოეთხოვოთ.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved