სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ზუსტად 1 წლის წინ, ოცნების ქალაქში, პატარა ბავშვები დანომრილი ქოხებიდან N695 და N750, ოცნებისვე დატოვებულ ორმოში დაიხრჩვნენ.
წლებია ამ ირონიული სახელის მქონე დასახლებაში ბავშვები კანალიზაციის გუბეებში თამაშობენ, ცხოვრობენ და იზრდებიან ან ვერც იზრდებიან.
ამავე დროს, ხუხულებში მცხოვრები ათასობით ადამიანის დელეგატად ოცნებამ გიორგი ჭყონია წარადგინა, რომლის დეკლარაციაც ასეთია:
● 8 მლნ. დოლარად წილი გაყიდა
● 4 მილიონ ლარად ქონება გაყიდა
● 2,2 მილიონის ქონებას ფლობს
● 4,4 მილიონი ლარი კომპანიიდან
● 1 მლნ. დოლარი გასესხებული აქვს
● 202 000 ლარის 4 მანქანას ფლობს
● 138 000 ლარი აქვს ანგარიშზე
● 100 000 ლარი ნაღდი ფულის სახით
● 307 810 ლარად მანქანები იყიდა
● 382 300 ლარად მანქანები გაყიდა
● 110 000 ლარი მიიღო იჯარიდან
● 571 000 ლარი ოცნებას შესწირა
● 20-ზე მეტი კომპანიის წილები
● თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
● 5 მლნ. – „აწარმოე საქართველოდან“
● 1,4 მლნ. აქვს შეწირული ჭყონიას ბიზნეს-პარტნიორებს ოცნებისთვის.
ამ დეპუტატის წარმოთქმული ერთი წინადადება მაინც გაგიგიათ? თუნდაც იმაზე მაინც, რა უბედურებაც დაატყდა თავს მის ქალაქს და რომ ამ დრომდე არავის გაუცია პასუხი კითხვაზე, რას შეეწირა ორი პატარა მეგობარი, დანომრილი ქოხებიდან N695 და N750 ?














კომენტარები