ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი, ბუტა რობაქიძის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის გამართლებას ეხმაურება:
ქოცებო, თქვენს ნაცებთან მებძოლობას ვენაცვალე მე, კიდო იმათსაც, ვისაც მაგის სჯერა! ზურაბ ადეიშვილი ბუტა რობაქიძის მოკვლის საქმეზე “არასაკმარისი მტკიცებულებების” გამო უდანაშაულოდ ცნეს! რას ერჩით კაცო, არ ქმნის ეგ ადამიანი პრობლემას და რატომ გამოეკიდებიან? აგერ ოქრუაშვილს ზედმეტები მოუვიდა მთავრობაზე და მიაბრძანეს იგივე საქმეზე 5 წლით ციხეში, ვოტ ტაკ! აი ზურიკო კი, ის, გენპროკურორი ზურიკო, ჩვენ რომ მთავარი “პალაჩი ” გვეგონა, ხალხს რომ ეკითხებოდა, ხომ ვგავარ ბერიასო, უდანაშაულო ყოფილა, მაააშ!ადეიშვილი კი არ იყო დამნაშავე, ყველა ჩვენ ვიყავით დამნაშავე, ვინც მაგ ნაძირალას ვებრძოდით თურმე! დაილოცოს ქოცო შენი სამართალი!














კომენტარები