ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და წერს:
“საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას ის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით ახლოს ევროკავშირის კანდიდატობასთან, დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი”.
კომენტარები