• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზურაბიშვილი თამაშში ჩაერთო, იქნებ, “ოცნებამ” დასწრებაზე ითამაშოს” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:04 12-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
590

ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

სინამდვილეში, უხშირესად, ქართული ოცნება ლოგიკურად არ იქცევა. მათი პროგნოზი იყო რომ რუსეთ–უკრაინის ომი ბლიცკრიგით დასრულდბოდა და ამზადებდნენ საზოგადოებას, ტრაქტატი2–ზე ხელმოსაწერად და ამ სცენარმა არ იმუშავა, ქართული ოცნების მამოძრავებელი ძალა რის აფექტი, შიში და ამ შიშისგან გამოწვეული აფექტი. აფექტის პროგნოზირება შეუძლებალია, ის რა დროს რას გააკეთებს თვითონაც არ იცის, არათუ ჩვენ. ამ შემთხვევასიც არ მგონია საღად, ცივი გონებით, ტექნიკურად ფიქრბდნენ რომ “შეტენონ” ეს გადაწყვეტილება (სააკაშვილის შეწყალება) სალომე ზურაბიშვილს. მით უმეტეს, რომ საზოგადოებასი კონსენსუსის მიღწევა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მაინც რთული იქნება. კონსესუსი შეიძლება მოიძებნოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილს სასჯელის გადავადების ინსტრუმენტი არ აქვს ხელში. ეს არის თამაში, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთო და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, გუშინდელი მისი ქმედება იყო გააზრებული, ის შევიდა თამაშში, მას უჭირავს პაუზა, არ ამბობს, რას იზამს. მისთვისაც შინაგანად სააკაშვილის შეწყალება არის ძალიან პრობლემატური, ამასთანავე სალომე ზურაბიშვილი აცობიერებს, რომ ის რასაც აშენებს ბოლო პერიდოში დასავლეთში, რომ ის არის პროდასავლელი და ა.შ. თუ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბა, რაც აშენა წლების განმავლობაში, შეიძლება დაკარგოს. იქედანაც ზეწოლის ქვეშაა. აქედან გამომდინარე  ის იჭერს პაუზას, აგდებს ინტრიგას, იქნება, ქართულმა ოცნებამ დასწრებაზე ითამაშოს და სასამართლოს მიაღებინოს გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მანამდე მას უჭირავს პაუზა.

რა მოხდება, თუ არც ზურაბიშვილმა შეიწყალა და არც სასამართლომ გადაუვადა პატიმრობა?– არაფერი, ღმერთის ნებაზე იქნება მინდობილი, როგორც დღემდე იყო, დღემდე რამე ხდებოდა? – არაფერი. არის სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე, ქართულ ოცნებას გარკვეული პრობლემები და მეორეს მხრივ, გარკვეული კომფორტი აქვს, რომ სისხლიანი წელიწადი და აი ეს, ხალხი ააქტიურეს და გამოიყვანეს.

მე ვფიქრობ, ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს, დღეს ის ფიქრობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიწყალებს, თუმცა, პოლიტიკურად, მისი ნაბიჯი იყო სწორი, იქნებ ნერვებმა უმტყუნოს არა მას, არამედ ხელისუფლებას და რაღაცა ნაბიჯი გადადგას. შეიძლება ისეთი მექანიზმები ჩაირთოს, რომ რაღაც შეიცვალოს. სალომე ზურაბიშვილისთვის დღემდე არ იყო დამახასიათებელი პოლიტიკური თამაში, პოლიტიკური პაუზები, კარგად გათვლილი ნაბიჯები… გუში გამოჩნდა… არ ვიცი, მე ეჭვი მაქვს, რომ დავით თევზაძის გავლენაა, გარკვეულწილად. დიდი პოლიტიკოსი, შეიძლება, დავით თევზაძეც არ არის, მაგრამ ურჩევდა, გუშინ ტყუილად არ იდგა მის უკან… ზურაბიშვილს ურჩიეს, რომ დღეს არ ეთქვა, რომ სააკაშვილს არა და არასდროს და მან რჩევას დაუჯერა. არა იმიტომ რომ ის უშვებს, რომ შეიწყალებს, არამედ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ეს იქნებოდა სწორი.

ერთადერთი, ვინც შეიძლება სალომე აიძულოს, ეს არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი, რამდენად მივა აქამდე საკითხი, მე არ ვიცი.

თეგები: გია ხუხაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved