• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ უტიაშვილი – ერთად შევძლებთ გურჯაანი გადავაქციოთ წარმატებულ, ლამაზ ევროპულ ქალაქად

ალია ავტორი - ალია
23:24 08-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

გურჯაანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციედა. ჩამონათვალი იმდენად დიდია, ძალიან შორს წაგვიყვანს ყველაფრის დასახელება. ვისურვებდი, ჩემი მერობის პერიოდში, ყოფილიყოს გაცილებით უფრო დიდი სია იმ გამოწვევების დაძლევის, რომელსაც ჩვენ ერთად, მუნიციპალიტეტი და მთავრობა შევძლებთ. ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, დაგროვილ რესურსს გურჯაანის წისვლას და წარმატებას მოვახმარ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა ზურაბ უტიაშვილმა წარდგენაზე.

„კახეთის გულში, ამ ტრადიციებით, კულტურით, განათლებით განთქმულ მხარეში, კარგად იციან სიტყვის და საქმის ფასი. სწორედ ამიტომ, მე ამაყი ვარ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩემი კანდიდატურა წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ის სიკეთე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რეგიონებმა და განსაკუთრებით კახეთმა მიიღო. გურჯაანში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციედა, ეს ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ ძალიან შორს წაგვიყვანს ყველაფრის დასახელება, მაგრამ მე ვისურვებდი, ჩემი მერობის პერიოდში, ყოფილიყოს გაცილებით უფრო დიდი სია, იმ გამოწვევების დაძლევის, რომელსაც ჩვენ ერთად მუნიციპალიტეტი და მთავრობა შევძლებთ. თითოეული გურჯაანელის გვერდით დავდგებით, მათ გაჭირვებას გავიზიარებთ და გვეცოდინება მათი გულისთქმა.

ვიქნები მათი მერი და გპირდებით, ჩემს გამოცდილებას, ცოდნას, დაგროვილ რესურსს მოვახმარ გურჯაანის წისვლას და წარმატებას. იმ გუნდთან ერთად, რომელსაც წარმოგიდგენთ, ვაპირებთ უამრავი პროექტის განხორციელებას. გვინდა სრული მხარდაჭერა, რომ გუნდი იყოს ერთიანი და შეძლოს გურჯაანის წინაშე დასახული ყველა გამოწვევის დაძლევა. ჩემი კარი თითოეული გურჯაანელისთვის ღია იქნება ნებისმიერ დროს, 24 საათიან რეჟიმში. მჯერა, ჩვენ არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებში გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ გურჯაანი გადავაქციოთ წარმატებულ, პატარა, ლამაზ ევროპულ ქალაქად.

მინდა წარმოგიდგინოთ გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გუნდი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა კანდიდატებად : ვანო ბერიძიშვილი, არჩილ ხანდამაშვილი, ნაირა სეხნიაშვილი, რამაზ უტიაშვილი ,ლევან ხაზიური, ზაქარია შოშიაშვილი, ვანო ბურდიაშვილი, ვლადიმერ მუსალბიშვილი,თეიმურაზ ქევხიშვილი, ლერი ჩხეტიანი, ალექსანდრე ბასილაშვილი, გივი რამაზაშვილი, ვაჟა მამისაშვილი“ – განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.

თეგები: ზურაბ უტიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved