• რეკლამა
  • კონტაქტი
00:07, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე კოსტავას I შესახვევისა და როდენის ქუჩის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო

ალია ავტორი - ალია
23:46 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრა კოსტავას I შესახვევისა და როდენის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინიციატივებს პირადად გაეცნო. შეხვედრას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანიც ესწრებოდნენ.

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. გავიცანი კოსტავას I შესახვევში და როდენის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები და მათთან ერთად განვიხილე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან.

იმედი მაქვს, ჩვენ, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ერთობლივი ძალებითა და შრომით ყველა გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ“, –  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში და აღნიშნა, რომ ქუჩების რეაბილიტაციისა და მოწყობის კუთხით მოსახლეობის მხრიდან არაერთი საინტერესო მოსაზრება და ინიციატივა გაჟღერდა.

შეხვედრის ფარგლებში ზურაბ აბაშიძემ ცნობილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის როდენის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.  როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს არსებული კულტურული ძეგლების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა წარმოადგენს. ამ მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რომელთა ფარგლებშიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მუზეუმი და კულტურული ძეგლი რეაბილიტირდა.

თეგები: ზურაბ აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved