• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურა ჯაფარიძის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის სულ მცირე სამი მუხლი – DRI

ალია ავტორი - ალია
19:05 03-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
779

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” განცხადებას ავრცელებს:

 

2023 წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ზურაბ ჯაფარიძე (პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დამფუძნებელი) საქართველოს პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჩიტაძის ქუჩის მხრიდან გამაგრებულ სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონთან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს ელაპარაკებოდა.

ჯაფარიძე მოულოდნელად წააქცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზის ეზოში შეათრია სავარაუდოდ სპეციალური დანიშნულების რაზმის 10-15 კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არ იყვნენ კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირებადი. სახალხო დამცველის განცხადებით, დაკავებულებს შორის ყველაზე მძიმე, თვალით ხილული დაზიანება ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება. სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ ფოტოზე ნათლად ჩანს დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებები/სისხლჩაქცევები თხემზე. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ზურა ჯაფარიძეს აქვს ყბების და თავის ძლიერი ტკივილი, საჭიროებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ ჩატარებია სათანადო სამედიცინო კვლევა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს. უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათისა.

DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი ვერ იქნებოდა დაკავებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. შესაბამისად,  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, დაკავების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ემსახურებოდეს დაკავებულის დასჯას, მისთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას და/ან მისი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.

DRI-ის შეფასებით, ზურა ჯაფარიძის მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სულ მცირე, მე-3 (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-10 მუხლების (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა.

DRI მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

შეწყვიტონ შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები; დარჩნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში; შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება – უზრუნველყონ შეკრების მონაწილეთა თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს

გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროა ზურა ჯაფარიძის დაკავების და არასათანადო მოპყრობის კადრები, რითაც დასტურდება, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი,  დარბაზიდან გაათავისუფლოს ზურა ჯაფარიძე  და მიუთითოს მისი დაკავების უკანონობაზე. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

ზურაბ ჯაფარიძეს მიმართ განხორციელებული ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი ” – წერია განცხადებაში

შეგახსენებთ ჯაფარიძე და მოსიაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 7 მარტის ღამეს, აქციის დარბევისას დააკავეს. პოლიციამ მათი მისამართით ფიზიკური ძალა გამოიყენა.  ჯაფარიძეს დუბინკებით მიყენებული დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved