• რეკლამა
  • კონტაქტი
08:38, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზურა არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი „კეთილი დიქტატორია“. – მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
06:53 01-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

“გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი:

ზურაბ ჯაფარიძე და „კეთილი დიქტატორი“
ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ პოდკასტში თქვა, რომ წარმატებისათვის საჭიროა მთელი ოპოზიციის ერთიანობა, ამიტომ ის ყველას დაელაპარაკება. კითხვაზე, მისი ყოფილი პარტიის წევრებთან აპირებს თუ არა ლაპარაკს, დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „თუ ლაპარაკობ და არ გიჭერენ, არ გაჯარიმებენ და თავპირს არ გამტვრევენ, ესე იგი სისტემასთან შეკრული ან არარელევანტური ხარ“. ზურასთვის ოპოზიციონერობის ხარისხი იზომება არა საქმით, შინაარსით ან მტკიცებულებებით, არამედ ფორმებით და სიტყვების ჟღერადობით. როდესაც ერთად ვმუშაობდით ასე არ ფიქრობდა.
მას განსაკუთრებით აღიზიანებს ტერმინი „კეთილი დიქტატორი“. კომპლიმენტი ჰგონია. არადა, ეს ტერმინი, რითაც ბიძინა ივანიშვილს მოვიხსენიებ ხოლმე, არის ზუსტი პოლიტიკური დიაგნოზი, რომელსაც ზურგს უმაგრებს როგორც მსოფლიო სტატისტიკა, ისე თავად ზურაბ ჯაფარიძის მაგალითი.
ჯერ სამყაროს რეალობას შევხედოთ და გავაანალიზოთ.
V-Dem Institute 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიო რეჟიმები ასე ნაწილდება:
1. დემოკრატია (მაგ: შვეიცარია) — 13%.
2. ელექტორალური ავტოკრატია / „კეთილი დიქტატურა“ (მაგ: საქართველო, უნგრეთი, თურქეთი) — 33%.
3. დახურული ავტოკრატია / „ბოროტი დიქტატურა“ (მაგ: ჩრდ. კორეა, ჩინეთი, ირანი) — 30%. აქ არჩევნები არ ტარდება, ოპოზიციას ხვრეტენ ან ასახლებენ.
საქართველო ელექტორალური ავტოკრატიების / „კეთილი დიქტატურების“ 33%-შია. ეს არის სისტემა, სადაც დიქტატორი არ გკლავს, ის სისტემას ირგებს. არჩევნები ტარდება, მაგრამ თამაშის წესები ერთი კაცის ხელშია. „კეთილი დიქტატორი“ ძალაუფლებას ინარჩუნებს არა ტერორით, არამედ მანიპულაციით, მოსყიდვით და ოპოზიციის „მოშინაურებით“.
იმის დასამტკიცებლად, რომ ბიძინა ობიექტურად „კეთილი დიქტატორია“, შევხედოთ უკიდურესობებს:
ბოროტი დიქტატორები (ასეთი ჩვენ დამოუკიდებლობის პერიოდში არ გვყოლია):
-პოლ პოტი (კამბოჯა): სათვალის ტარების გამო ხალხს ხოცავდა (მოსახლეობის 25% ამოწყვიტა).
-მაო ძედუნი (ჩინეთი): შვილებს მშობლების დახვრეტას აიძულებდა.
-მადურო (ვენესუელა): უმდიდრესი ქვეყანა შიმშილამდე მიიყვანა და 8 მილიონი ადამიანი გააქცია.
სახელმწიფოს მშენებელი დიქტატორები (რაც ბიძინა ვერ გახდა):
-ლი კუან იუ (სინგაპური): ოპონენტებს იჭერდა, მაგრამ ქვეყანა ჭაობიდან მსოფლიო ფინანსურ ცენტრად აქცია.
-პინოჩეტი (ჩილე): სასტიკი იყო, მაგრამ ეკონომიკური რეფორმებით ჩილე რეგიონის ლიდერად აქცია.
საქართველოს დიქტატორები:
ბიძინა ივანიშვილი არ არის არც პოლ პოტი და არც ლი კუან იუ.
თუ შევადარებთ საქართველოს სამ მმართველს, „სიკეთე/სისასტიკის“ სკალაზე: შევარდნაძე: არ იყო სადისტი. მგონი არ ესმოდა, რა უნდა ექნა. რომ სცოდნოდა, შეიძლება ექნა კიდევაც.
მიხეილ სააკაშვილი: კახა ბენდუქიძის ხელით მთავრობის ეკონომიკური წნეხი ადამიანებზე შეამსუბუქა (რაც უზარმაზარი პლუსია). ხალხის ცემა-ტყეპამ, „ნულოვანმა ტოლერანტობამ“ და ძარცვამ კი კეთილობის დონე შეამცირა.
აქედან დასკვნა, ობიექტურად ბიძინა ივანიშვილი სამყაროს მასშტაბით ისედაც „კეთილი დიქტატორების“ სიაშია, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს დიქტატორებს შორის ყველაზე კეთილია.
თვითონ ზურა, არის ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი „კეთილი დიქტატორია“.”
როცა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ოთხი დეპუტატი ახალ პარტიას (გირჩს) ქმნიდა და მათთან მივედი, ჩემი მთავარი კითხვა იყო: „რა გარანტიები აქვს ახალ პარტიას ივანიშვილისაგან?“. არც დამიშვია, რომ ნაცმოძრაობის დეპუტატები ბიძინასთან რამე შეთანხმების გარეშე გააკეთებდნენ ახალ პარტიას. ის პირობა, რაც მაშინ მოვისმინე, ჩემთვის მორალურად მისაღები იყო, ამ პირობით დავიწყე პარტიული საქმიანობა და ამ პირობით ვაგრძელებ. ასეთი პირობაც მხოლოდ „განსაკუთრებულად კეთილ დიქტატორს“ შეეფერებოდა. მესმის, რომ დაგაინტრიგეთ, მაგრამ ამაზე უფრო მეტის თქმის ჩემეული პირობა ასეთია – მინდა ექვსი წლის მანძილზე ერთხელ მაინც შედგეს ამ თემაზე საჯარო დისკუსია და ზურა ჯაფარიძესთან, რომელშიც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
ამის მერე, 2020-ში ზურამ დაშალა თავისივე დაფუძნებული სუპერ-პერსპექტიული პარტია, რომელმაც ქოცების და ნაცების შემდეგ დედაქალაქში მესამე ადგილი მოიპოვა. არც კი აუხსნია საჯაროდ, თუ რატომ გააკეთა ეს.
2024 წელს, მისმა კოალიციამ („ახალი“), წინასაარჩევნოდ 40 მილიონი იშოვა „ბოროტი დიქტატორის“ მიერ ფინანსებზე სრული კონტროლის პირობებში, რაც ვერავინ საჯაროდ ვერ ახსნა, ჩვენთან დებატებზე მყოფი მელიას ჩათვლით. საკუთარი კოალიციის დეპუტატ წევრებს და სხვა პარტიების დეპუტატებს უარი ათქმევინეს მანდატებზე და პარლამენტი 100%-ით ჩააბარეს ქოცებს. ეს მისმა თანაპარტიელებმაც ვერ გაიგეს (ცოტნე კობერიძე, ბორის ყურუა, ბადრი გრიგალაშვილი) და პარტიიდან წავიდნენ.
რა არის გამოსავალი?
ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ ბიძინას გაგდება, არამედ იმის დაზღვევა, რომ მისი ნებისმიერი ფორმით წასვლის შემდეგ (რაც გარდუვალია), ახალი „კეთილი“ (ან უარესი) დიქტატორი არ მივიღოთ. ამისთვის კი აუცილებელია მომავლის წესებზე შეთანხმება მანამ, სანამ ქუჩაში დაგდებული ძალაუფლება იპოვის პატრონს.
ბიძინასთან ბრძოლის სტრატეგია არ არის რუსთაველზე უშინაარსო დგომა და „მარშები“. საჭიროა:
1. სამუშაო: ახალ კონსტიტუციურ წესრიგზე დისკუსიის გახსნა და მთავარ საკითხებზე შეთანხმება. ხალხმა ახლავე უნდა იცოდეს, რა შეიცვლება კობახიძის კონსტიტუციაში დიქტატურის შემდეგ. ჩვენ გვინდა ისეთი მოწყობა, სადაც ძალაუფლება იქნება განაწილებული, ეკონომიკა — გახსნილი, სასამართლო — დამოუკიდებელი, ხოლო განათლება თავისუფალი. მოწყობა, რომელსაც დიქტატორი ფიზიკურად ვერ მოერგება.
2. მიზანი: მსოფლიო იცვლება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა ლოკალურ გარჩევებზე, არამედ საქართველოს ადგილზე ახალ საერთაშორისო რეალობაში.
3. გამოსაყენებელი იარაღი: სიმართლე. ვიდრე ოპოზიცია ბიძინას ტყუილებით ებრძვის, ის განწირულია მარცხისთვის. ბიძინამაც იცის ტყუილების მოფიქრება და ბევრად მეტი ფული აქვს ამ ტყუილების გასავრცელებლად. მის ველზე, მით უმეტეს მისივე ფულით, მას ვერ მოუგებ. ერთადერთი რამ, რისი ფულიც ბიძინას არ აქვს და რისი ყიდვაც არ შეუძლია არის სიმართლის რწმენა.
ამიტომ, ჩვენი კარი და გული ღიაა ყველასთვის, ვინც მზად არის, შეეშვას ჯაფარასავით „გმირობანას“ თამაშს და დაიწყოს საუბარი იმაზე, თუ როგორ მოვაწყოთ ქვეყანა ისე, რომ დიქტატორის საჭიროება აღარ იყოს და საინტერესო და პოლიტიკური ცხოვრებით ვიცხოვროთ. ამ საჯარო პროცესში ვისურვებდი მენახა კეთილი დიქტატორებიც – მოქმედიც და ყოფილიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved