• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზუგდიდსკი”, “ხუტუ” და “ოცნება” – “ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე კანონიერ ქურდებს რა ჰქვიათ?” – ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
14:03 10-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,272

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგს მართავს – ანა წითლიძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო.

“ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნები აქვს წაგებული და ძალიან კარგად იცის, რომ ზუგდიდსა და სამეგრელოში წააგებს ძალიან მწარედ 26 ოქტომბერს და გაიმარჯვებს ოპოზიცია და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება პირველ ადგილზე ზუგდიდშიც და მთელ სამეგრელოშიც.

„ქართულ ოცნებას“ არ უშველა არც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემამ, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა რაც მათ დაწყებული აქვთ, არც ზუგდიდელების დაშინებამ უშველა, რადგან ზუგდიდელებს არ ეშინიათ და ძალიან მყარად დგანან ოპოზიციურ განწყობაზე, ამიტომაც „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ დახმარება სთხოვოს კანონიერ ქურდებს. ჩემი ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციით და ამის მტკიცებულებებს გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. „სხადნიაკი“, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის სახელით ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მათ აქვთ ორი დავალება, პირველი რომ დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და მეორე, მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი.

მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მცდელობა, რამდენი კანონიერი ქურდიც არ უნდა ჩართოთ ამ პროცესში, 26 ოქტომბერს თქვენ ზუგდიდი და მთელი სამეგრელო გეტყვით უარს და გაგისტუმრებთ ხელისუფლებიდან.

მინდა მივმართო ამ კანონიერ ქურდებს ლევან მარღიას და ირაკლი ყალიჩავას, რომ თქვენი ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენივე ფასეულობებითაც კი არ ჯდება არაფერში. ხელისუფლებასთან მოთანამშრომლე კანონიერ ქურდებს რა ჰქვიათ თქვენვე შეგიძლიათ დაარქვათ ამას სახელი.

და მინდა მივმართო ასევე შსს-ს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსს ირაკლი ფაცაციას, როდესაც აქ, ზუგდიდში ტარდება ე.წ. „სხადნიაკები“, როდესაც კანონიერი ქურდები და ძველი ბიჭები და ეს კრიმინალური დაჯგუფება ზუგდიდში მოქმედებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის წინააღმდეგ, სად არის ამ დროს პოლიცია და სად არის სახელმწიფო?

კიდევ ერთხელ უნდა იცოდეს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ სქემაში არის ჩართული, ჩვენ ვიცით თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი, თითოეული თქვენგანის სახელი და გვარი ეცოდინება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ყველა საელჩოს. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენ მოხვდეთ სანქცირებულთა სიაში და პასუხი აგოთ ყველა კანონდარღვევაზე, რადგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ ვერ დააშინებთ ვერცერთ ზუგდიდელს, სამეგრელოს, ზუგდიდი და სამეგრელო ძალიან მტკიცე პასუხს გაგცემთ 26 ოქტომბერს, როდესაც რუსული რეჟიმი დასრულდება და კოალიციური მთავრობა მოვა ხელისუფლებაში.“ – განაცხადა ანა წითლიძემ

 

ცნობისთვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, 2015 წელს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან მარ­ღია და­ა­კა­ვეს. მარ­ღია მოს­კო­ვის დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან, რუ­სე­თის შსს-ს სის­ხლის სა­მარ­თლის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში და­ა­დე­პორ­ტეს. ლე­ვან მარ­ღია კრი­მი­ნა­ლურ სივ­რცე­ში ცნო­ბი­ლია მეტ­სა­ხე­ლით “ლე­ვიკ ზუგ­დიდსკი”. მარ­ღი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს. ვი­დეო მის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა.

მისი მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, ის 1978 წლის 19 იან­ვარს ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და. არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და აქამ­დეც აქამ­დეც ყო­ფი­ლა ნა­სა­მარ­თლე­ვი, – მას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 4 წელი აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან სა­უბ­რი­სას ღიად აფიქ­სი­რებს, რომ სა­კუ­თარ თავს ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად მი­იჩ­ნევს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის კრი­მი­ნა­ლურ წარ­სულს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან მარ­ღია ბო­ლოს სა­ზღვრის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით გა­დამ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს. მისი “ქურ­დად კურ­თხე­ვა”, რუ­სეთ­ში, მე­სა­მე იზო­ლა­ტორ­ში, მე­რაბ ბა­ხი­ა­სა და ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძის მიერ მოხ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ღი­ას და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, გივი თარ­გა­მა­ძემ “ფე­ის­ბუქ­ზე” სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის” “აორ­თქლე­ბა­ში” და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რაც შეეხება, ლევან ყალიჩავას, 2018 წელს უკრაინიდან ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად „ხუტუ“ გააძევეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა.

უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ირაკლი ყალიჩავა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ სიაში შედის.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ხუტუ“ უკრაინაში ჩავიდა ოდესის ოლქში კრიმინალური წრეების საქმიანობის კონტროლისთვის და უკანონო შემოსავლის განაწილების მიზნით. ის ოდესაში დააკავეს. ყალიჩავას სხვა პირის უკრაინული დოკუმენტები ჰქონდა.

2022 წელს, რუსთავის2–ის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში გვიან ღამით მომხდარ სისხლიან გარჩევაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობდნენ. ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად “ხუტუ” და ლევან მარღია, იგივე “ლევა ზუგდიდსკი“. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგადაც იყვნენ დაჭრილებიც და მოკლულებიც, მოჰყვა 2 კრიმინალურ ავტორიტეტს შორის გარჩევას, რომელიც ბიზნესწილების თაობაზეა დაწყებული, და დაპირისპირებაში 10–მდე ადამიანი მონაწილეობდა. მოკლული იყო 2 ადამიანი და 5 დაჭრილი.  დაჭრილებს შორის იყო, კურიერის ინფორმაციითვე, ასევე კრიმინალური ავტორიტეტი ხვიჩა ცხაკაცია. ფორმულას ინფორმაციით, ვერაზე მოკლული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ქართული ოცნების ხელისუფლების, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულია იყო. 

ასევე ფორმულას ინფორმაციით, ირაკლი ყალიჩავას სახელით დაპირისპირებაში მონაწილეობას ხვიჩა ცხაკაია იღებდა. ცხაკაია ნარკოდანაშაულის მუხლით 2007 წელს დააკავეს, 2012 წელს ამნისტიით კი ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლა. ცხაკაია აქტიურად იყო ჩართული არჩევნების დროს, ის ქართულ ოცნებას ამომრჩევლების მობილიზებაში ეხმარებოდა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved