ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი “ლიბრე” დააყაჩაღეს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა, რა დროსაც უცნობი პირი მარკეტში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის სიგარეტი გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
კომენტარები