ზუგდიდში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, პირველი საჯარო სკოლის უკან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო და შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.











კომენტარები