• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზუგდიდის რაიონის სოფლები შემოვიარე და დღეს, უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალი დამხვდა, ვიდრე ერთი თვის წინ – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
18:08 08-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პოლიტიკური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის გუნდთან ერთად აგრძელებს რეგიონულ შეხდრებს  ზუგდიდის რაიონის ამომრჩევლებთან, გაეცნო მათ პრობლემებს, თავის მხრივ კი, ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა:

„ზუგდიდის რაიონის სოფლები შემოვიარე და დღეს, უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალი დამხვდა, ვიდრე ერთი თვის წინ. გაიზარდა კრიმინალი და საკამოდ, მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა. დღეს კიდევ მეტი მოხუცი თუ ახალგაზრდა დამხვდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს. ეს არის ის, რაც მოიტანა „დამსხვრეული ოცნებების“ , ივანიშვილის მთავრობამ ბოლო რვა წლის განმავლობაში. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ქალაქი და სოფელი აყვავდებოდა, რომ სამართლიანობა იზეიმებდა ქვეყანაში. სწორედ, აქ იდგნენ ზუგდიდში, თქვენთან ერთად, თქვენს წინაშე და გასცემდნენ უპირობო დაპირებებს, რომ საქართველოში არ იქნებოდა არცერთი დაჩაგრული ადამიანი“ – ასე მიმართა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს.„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის დაპირებებს შეეხო, რომელმაც 8 წლის განმავლობაში არცერთი  არ შეასრულა. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ოცნებების მთავრობისთვის სამეგრელო არის დავიწყებული რეგიონი: მათ არ აინტერესებთ, რომ მოქალაქეები მარტო დარჩებიან სიღარიბესა და დანაშაულთან. მათ არ ადარდებთ, რომ ხალხი ცხოვრობს შიშსა და უიმედობაში  და ამ ფონზე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. „კითხვა მაქვს თქვენთან: ცხოვრობთ ახლა ბევრად უფრო კარგად, ვიდრე რვა წლის წინ ცხოვრობდით? გაუმჯობესდა საქართველოში სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობა, ვიდრე რვა წლის წინ იყო? იქმნება სამუშაო ადგილები ქვეყანაში?

სამწუხაროდ, პოზიტიურს ვერაფერს მეტყვით. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს საქართველოშია, ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რვა წლიანმა „დამსხვრეული ოცნებების“  მთავრობამ  დაამსხვრია საქართველოს პერსპექტივა, თვითონ გამდიდრდნენ – ხალი გაღარიბდა, ამ ფონზე კი, კრიმინალი გამძინვარდა. სამი  უმძიმესი პრობლემა, რომელიც დღეს ახლა ქვეყანასი გვაქვს:  პირველი ეს არის შიმშილი, სიღარიბე და გაუსაძლისი გაჭირვება რაც ქვეყანაში მოიტანა ამ მმართველობამ, მეორე  – გამეფებული კრიმინალი, მესამე – სრული მორღვევა ჩვენი საგარეო ვექტორის. აი, ეს მოიტანა „ქართული ოცნების მმართველობამ“. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს გვიწესებს ჩვენ, საქართველოს, მაშინ როცა ნომერ პირველი პარტნიორები ვიყავით რეგიონში.  არ ვაპირებ შევეგუო ამ უსამართლობას, ამას არ დავუშვებ, “ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

გიორგი ვაშაძე ოცნების მთავრობის მხრიდან დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიასაც შეეხო და კითხვებით მიმართა: „ამ დღეებში, არაერთი პრეზენტაცია ჰქონდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ისევ და ისევ უამრავ დაპირებებს გასცემენ და გუშინ მოვისმინე, რომ ყველა სოფელში გზა უნდა გავიყვანოთ! კითხვას ვსვამ, სად იყავით რვა წელი? რატომ არ გაიყვანეთ ეს გზა? თეთრიწყაროში ჩავიდნენ და მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. სად იყავით რვა წელი და რატომ არ მოაგვარეთ ეს წყლის პრობლემა? მითხარით სად არის ქვეყნის განვითარების ხედვა, როემლსაც პირდებოდით. რატომ არ არის არცერთი საქართველოს მოქალაქე, თქვენი ნათესავ-მეგობრების გარდა, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო ამ ქვეყნის განვითარება? როდემდე უნდა მოატყუოთ ხალხი? როდემდე უნდა დაჩაგროთ საქართველოს მოსახლეობა? როდემდე უნდა გაუქროთ მომავლის რწმენა ქართველ ახალგაზრდებს? როდემდე უნდა ძარცვოთ პენსიონრები, რომლებიც 36%-იან სესხს იხდიან „ლიბერთი ბანკში“? როდემდე უნდა ამყოფოთ უმძიმეს მდგომარეობაში დევნილები, რომლებსაც კაპიკებს აძლევთ და საცხოვრებლითაც კი ვერ უზრუნველყავით ამ რვა წლის მანძილზე?“ვაშაძე მისასალმებელ სიტყვაში საკუთარ სამშობლოში საკუთარ მიწაზე  იძულებით გადადგილებულ  თანამოქალაქეების პრობლემებსაც შეეხო: „ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება ამ უსამართლოდ დევნილი ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა  და თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში მშვიდობიანი ღირსეული დაბრუნება. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის უპირველესი მიზანიც სწორედ ეს არის. ეს არაა საარჩევნო დაპირება, ეს ჩემი ცხოვრების არსია, რისთვისაც დღეს მე აქ თქვენს წინაშე ვდგევარ. ესაა სწორედ, სტრატეგია აღმაშენებელი უმთავრესი და უპირველესი ამოცანა – ერთიანი ძლიერი საქართველო“.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამოქმედო გეგმებიც გააცნო:

 „ყველა იმ შეუსრულებელ დაპირებაზე პასუხი ჩვენ ერთად უნდა გავცეთ 31 ოქტომბერს. ჩვენ უნდა ვუთხრათ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას , რომ დამთავრდა ტყუილები,  დამთავრდა ეს უბედურება და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. აღმშენებლობაა „დამსხვრეული ოცნებების პარტიის“ ერთადერთი ალტერნატივა . 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს ჩვენ – აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია, საქმის კეთება ან ეს გაუსაძლისი გაჭირვება, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება! რეგონის ლიდერის ფუნქციის დაბრუნება საქართველოსთვის ან ჩაკარგვა მთელს რეგიონში, აშშ-ს მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა ან სანქციები, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს. სტრატეგია აღმაშენებელი არის იმის რწმენა, რომ ჩვენ ყველას ერთად  შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, რომლითაც არამხოლოდ ჩვენ არამედ ჩვენი შვილიები და თაობები იამაყებენ. ეს აღმშენებლობის ახალი ერა დაიწყება 31 ოქტომბრიდან,“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved