• რეკლამა
  • კონტაქტი
15:37, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

რეკომენდაციები მსხვილი ბიზნესისთვის: რა ვალუტებში ვისესხოთ - ერთგვერდიანი შეჯამება

ალია ავტორი - ალია
12:22 03-24-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

გასაკვირი არაა, რომ, როგორც მკვლევრებს, ერთგვერდიანი შეჯამებები განსაკუთრებულად არ გვხიბლავს. მიუხედავად ამისა, ფართო მოთხოვნის გათვალისწინებით, დღევანდელი პუბლიკაცია სწორედ ამ ფორმატს ეთმობა, რაც ხელს შეუწყობს თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის პრაქტიკაში უფრო მჭიდროდ დანერგვას.

სესხის ოპტიმალური სტრუქტურის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, თუ რა ვალუტაშია ბიზნესი ჰეჯირებული. მოცემულ კონტექსტში, ჰეჯირება, ანუ სავალუტო რისკისაგან დაზღვევა, ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის ცვლილება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე მატერიალურ გავლენას არ ახდენს. მკითხველს მოეხსენება, რომ ჰეჯირების მაჩვენებლები ბიზნესის ტიპის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება – მაგალითად, საქართველოში ახალი ავტომობილების ფასი თითქმის მთლიანად უცხოურ ვალუტაში განისაზღვრება, მაშინ როდესაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, ბაზარზე დღესდღეობით დომინანტური შეხედულებისგან განსხვავებით, მეტწილად ლარშია დენომინირებული.

სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში აუცილებლად გასათვალისწინებელი სხვა ფაქტორებია:

  • დივერსიფიკაცია – მაგალითად, მულტისავალუტო (დოლარი-ევრო-იუანის) კალათა, თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 40%-ით რეალური ლარის ეკვივალენტია, გაცილებით დაბალი ხარჯებით;
  • ჰეჯირებული სავალო სტრუქტურის შედეგად მეტი სესხის აღების შესაძლებლობა და, შესაბამისად, მეტი მომგებიანობა, სტრესული სცენარის გარეშეც;
  • ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების წონები;
  • ბიზნესის ციკლურობა – მიმდინარე პრაქტიკისგან განსხვავებით, ციკლურ სექტორებში ლარის წილი მეტი უნდა იყოს;
  • გაცვლითი კურსის მიმართ გაყიდვების ელასტიკურობა;
  • გაცვლითი კურსის გადაცემის არაწრფივი არხის შედეგად, სავალუტო რისკის უფრო მეტად შემცირება, ვიდრე ამას ლარის წილის ზრდა მოიაზრებს;
  • რასაკვირველია, საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი – თუმცა, არა ერთადერთ და გადაჭარბებული მნიშვნელობის ფაქტორად, როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია;
  • კონვერტაციების დანახარჯები;
  • საექსპორტო ბაზრები;
  • ლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება და მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზები – მათ შორის, ზედმეტად გამყარების ეპიზოდების ჩათვლით, როგორც ამაზე 2023 წელს მივუთითებდით;
  • ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება – არის თუ არა მიზანშეწონილი იმ ვალუტაში სესხება, რომელიც სტრესულ ეპიზოდებში მყარდება, და რამდენად რელევანტურია დღევანდელი მდგომარეობით ე.წ. „დოლარის ღიმილი“?
  • რაზე მიუთითებს ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შემდეგ აშშ დოლარის გამყარება – უსაფრთხო აქტივის სტატუსის კვლავ გაძლიერებაზე თუ აშშ-ზე, როგორც ნავთობის წმინდა ექსპორტიორზე, ან/და ინფლაციის მოლოდინების გამო საპროცენტო განაკვეთების ზრდაზე?
  • ევრო/დოლარის წონასწორული ნიშნულის შეფასება საქართველოს კონტექსტში – რომელი ვალუტის მიმართ არის ლარი უფრო სტაბილური, ევროს თუ აშშ დოლარის?

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩარჩოს მხოლოდ ერთი მდგენელის – გაცვლითი კურსების წონასწორული შეფასებისა და პროგნოზების – გამოყენებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.3 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.

დამატებითი დეტალები – მათ შორის, სავალუტო სტრატეგიის ილუსტრაცია შერჩეული ეპიზოდების მაგალითზე – პუბლიკაციაშია ხელმისაწვდომი.

დასკვნის სახით, მნიშვნელოვანი წინსვლაა, რომ ჩარჩო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, უფრო ფართო გავრცელებას იძენს. გრძელდება მუშაობა ინდივიდუალურ, კომპანიებზე მორგებულ მიდგომებზე. გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს და მზადყოფნა გამოვთქვათ შემდგომი თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007451-which-currencies-to-borrow-in

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved