ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
დებატებში მონაწილოებას მარტო იმიტომ არ უნდა იღებდეთ, რომ ეს შემოთავაზება დისკრიმინაციული და უსამართლოა.
“ოცნება” გვეუბნება, დებატებს ვაბრუნებ, მაგრამ მარტო სამთვრობო არხებზე, ოპოზოციურ არხებზე ისევ არ ვივლითო.გვეუბნება, თქვენ მოდით, ჩვენი ტელევიზების რეიტიგის გაზრდაში დაგვეხმარეთ, მაგრამ ჩვენ ოპოზიციურ და დამოუკიდებელ მედიებში არათუ არ მოვალთ, არამედ მათ მოხრჩობასაც გავაგრძელებთო.გვეუბნება, ჩვენ გადავწყვეტთ, სად იქნება დებატები და თქვენგან ვინ მოვა, რა ფორმატი იქნება. ასევე ჩვენ გადავწყვეტთ, რომელ ოპოზიციურ პარტიებთან დავსხდებით და რომელს კეთროვნად გამოვაცხადებთ, რომელს საერთოდ ავკრძალავთ და რომელ პოლიტიკოსს საერთოდ დავიჭერთოდა თქვენ ამ ყველაფერს დათანხდით.აქეთ მხარეს ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი მაინც რომ არსებობდეს, უნდა მიღებულიყო მარტივი გადაწყვეტილება და “ოცნების” შემოთავაზებაზე უნდა ყოფილიყო მარტივი და ერთიანი პასუხი:დებატებზე ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ მონაწილოებას მივიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ტელევიზია იქნება თანაბარ პირობებში და დებატები აღდგება არა მარტო სახელისუფლებო მედიაში, არამედ ოპოზიციურ მედიაშიც და არ იქნება დაბლოკილი პარტიები და ორგანიზაციები.მაგრამ ვინ მოგვცა ჩვენ ერთიანი გადაწყვეტილების ბედნიერება?
ზოგჯერ მგონია, რა საკენკსაც გადმოყრის “ოცნება”, მეორე მხარე მზადაა ყველაფერი აკეკნკოს














კომენტარები