პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მარტის აქციების დროს, როცა მოქალაქეები “რუსულ კანონს” აპროტესტებდნენ, ევროპარლამენტარების ნაწილი აქციის მონაწილეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
“ასევე შეგახსენებთ, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების ე.წ. წამახალისებელ განცხადებებს, მაშინ როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და ა.შ. ჩვენ გვესმოდა მოწოდებები პირდაპირ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის დრო, მათი თქმით ამ რეჟიმის დამხობის, შეცვლის და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა”, – თქვა ღარიბაშვილმა.
კომენტარები