• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი. მაგრამ არა – კრიტიკა არ იქნება” – პოროშენკო

ალია ავტორი - ალია
23:21 03-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
447

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პეტრო პოროშენკო:

,,ქვეყნის ნახევარმა თვალი ვერ მოხუჭა გუშინდელი ვაშინგტონის ვიდეოს შემდეგ. ყველანი უკრაინას ვგულშემატკივრობდით. და ახლა ყველას ერთი კითხვა აქვს: რა უნდა გაკეთდეს შემდეგ? ზოგი ელოდა, რომ ზელენსკის გავაკრიტიკებდი. მაგრამ არა – კრიტიკა არ იქნება, რადგან ახლა ეს არ არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. გავხსნი რამდენიმე თეზისს აქ, უკრაინის სამხრეთის დამცველ ბრიგადებთან ერთად. დღეს მათ დახმარება ჩამოვუტანეთ, რომელიც ადრე გავაფორმეთ. რაც არ უნდა მოხდეს, უკრაინის არმიის გაძლიერება უნდა გაგრძელდეს.

უკრაინა-აშშ-ის ურთიერთობები მხოლოდ ზელენსკისა და ტრამპის ურთიერთობები არ არის. ეს არის ორი დიდი ერის ურთიერთობა, რომლებიც იცავენ დემოკრატიასა და თავისუფლებას. ამიტომ, ვერ დავუშვებთ ანტიამერიკული განწყობების გავრცელებას. ყველაზე მთავარი, რაზეც ახლა უნდა ვიფიქროთ – უკრაინის შეიარაღებული ძალებია, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების შედეგად შესაძლოა, ამერიკული იარაღის გარეშე დარჩნენ. და ეს არ არის ზელენსკის კრიტიკა, რადგან ერთადერთი, რაც უკრაინას სჭირდება – ერთიანობაა. ინფორმაციული სივრციდან რატომღაც ქრება არმიის თემა – ფრონტზე მიმდინარე მოვლენები, მტრის გარღვევები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ეს ასე არ უნდა იყოს. ვიმედოვნებთ, რომ ზელენსკის აქვს გეგმა B. გვჯერა, რომ ლონდონისა და ბრიუსელის შეხვედრების შემდეგ, გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი:

ევროპის ერთიანობა – იმედი გვაქვს, ევროპა მოგვაწვდის იარაღს, ფინანსურ დახმარებას, გააძლიერებს ინვესტიციებს თავდაცვის მრეწველობაში და დაგვეხმარება, ამერიკელი პარტნიორები კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დავაბრუნოთ. აუცილებელია, აღვადგინოთ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა და საპარლამენტო დიპლომატია.

ერთიანობა ქვეყნის შიგნით – პარლამენტში კონსოლიდაცია და მთავრობის რეფორმირება, რათა შეიქმნას ეროვნული ერთობის მთავრობა.

ომის დასრულების სტრატეგია – გვინდა გავიგოთ, როდის და როგორ უნდა დასრულდეს ომი. ვერ დავემალებით უსაფრთხოების გარანტიებს.

სახელმწიფო უნდა შევინარჩუნოთ. არ უნდა დავუშვათ კაპიტულაცია. უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი უკრაინის შეიარაღებული ძალებია. წერტილი!

სიტყვები უნდა დავივიწყოთ და არმიას დავეხმაროთ!” – წერს პეტრო პოროშენკო

თეგები: პოროშენკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved