• რეკლამა
  • კონტაქტი
06:42, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზოგად “შერიგებაზე” საუბარი ოპოზიციის მხრიდან ახლა უსაგნოა – გია ნოდია

ალია ავტორი - ალია
13:26 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პოლიტოლოგი, გია ნოდია:

“ეროვნული შერიგება” თავისთავად კარგად ჟღერს, მაგრამ, ჯერ ერთი, ასეთი ლამაზი იდეები ზედმეტად ზოგადი და ბუნდოვანია: კონკრეტულად რას ნიშნავს “შერიგება”, როცა პოლიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიული პოლიტიკა, თავისი არსით კონკურენციაა, ბრძოლაა? ალბათ, იმას, რომ მოწინააღმდეგეს პატივისცემით უნდა მოექცე, ის მტრად არ უნდა ჩათვალო, მის განადგურებას არ უნდა ეცადო. სხვა კიდევ რამე იგულისხმება ამაში? არამგონია.

მეორეც, თუმცა ამ პრინციპების დაცვა ყველას მოეთხოვება, ტონის მიმცემი ყოველთვის ისაა, ვისაც ძალაუფლება აქვს. ჩვენი ხელისუფლებისთვის ოპონენტის პატივისცემის იდეა ორგანულად უცხოა, ის მოწინააღმდეგის განადგურების იდეით მოვიდა და მას ვერ დათმობს. ის ოპონენტის მხრიდან შერიგებაზე ლაპარაკს მხოლოდ მისი სისუსტის ნიშნად განიხილავს და ბოლომდე გასრესის სურვილი უჩნდება. სხვაგვარი დამოკიდებულება ამ ხელისუფლების DNA-ში, უბრალოდ, არ არის.

ამიტომ ზოგად “შერიგებაზე” საუბარი ოპოზიციის მხრიდან ახლა უსაგნოა.

რაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ, თავის მხრივ, წესები არ უნდა დაიცვას, რაშიც კონსტიტუციური წესებიც იგულისხმება და ცივილიზებული სამყაროს დაუწერელი კანონებიც. ასევე, კარგია, იმას გაესვას ხაზი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დღევანდელი ოპოზიცია ისე არ მოექცევა ოპონენტებს, როგორც ამას “ოცნება” აკეთებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს დღევანდელ პირობებში “ეროვნულ შერიგებას”.

თეგები: გია ნოდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved