• რეკლამა
  • კონტაქტი
04:31, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზოგ ჩასაფრებულს გულს სტკენს და არ უხარია, რომ მხოლოდ 6-ია გარდაცვლილი”

ალია ავტორი - ალია
18:54 04-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:

„რაც ვთქვი, არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულების რეალური რიცხვი აუცილებლად იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, რადგან, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, არიან ვიღაცები, რომლებიც რისკის ჯგუფებში გადიან ან ვთქვათ არც არიან რისკის ჯგუბფები, მაგრამ მოხდა ისე, რომ შემთხვევით შეხვდნენ ინფიცირებულს ან რაღაც და ისინი ინფიცირებულები არიან, მაგრამ ყველა ხომ არ არის გამოკვლეული, არც ერთ ქვეყანაში არ არის ყველა გამოკვლეული

ინფიცირებულების რიცხვი სავარაუდოდ აჭარბებს ოფიციალურად დარეგისტრირებული ავადმყოფების რიცხვს, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ეს გამოიყენონ ერთგვარი ნეგატიური პროპაგანდისთვის, რომ, აი, ხედავთ, სინამდვილეში ჩვენ 500 ავადმყოფი კი არ გვყავს, შეიძლება 1000 , 2000, 5000 გვაყვს. არამც და არამც. გარკვეული კვლევები, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს და ზოგიერთი სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, ვინც ჩვენ არ ვიცით, არის ძალიან ცოტა. თუ ჩვენ ვიცით, რომ გვყავს 500, 550 ან 570, შეიძლება, ამას დაემატოს რაღაც რაოდენობა (თუმცა ყველას გამოვიკვლევთ), მაგრამეს არ იქნება არამც და არამც ბევრი.

ზოგიერთი ამას, პირდაპირ არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს, რომ, აი, ჩვენთან გარდაცვლილთა რიცხვი იმიტომ არის ასეთი, ნუ როგორ გითხრათ, გასაკვირად მცირე, ექვსი გარდაცვლილი ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია ერთ მილიონ მოსახლეზე და ბევრს ძალიან უკვირს, ზოგს, ჩასაფრებულ ადამიანს, პირდაპირ გეტყვით, ეს გულს სტკენს და არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გახდა წარმატებული კოვიდის მართვაში.

უმრავლესობას, შესაძლოა, უხარია კიდეც, მაგრამ უკვირს, რომ როგორ მიაღწია ამას ამ პატარა საქართველომ, თავისი შეზღუდული რესურსით. მიაღწია, როგორ მიაღწია ამაზე შემდეგ, სხვა დროს ვილაპარაკოთ. ფაქტია, მიაღწია და ის, რომ შესაძლოა დაინფიცირებული პაციენტების სტატისტიკა შეიცვალოს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვიცით, გვყავს 550 ინფიცირებული, დავუშვათ ერთი ამდენი კიდევ არის და არ ვიცით, მერე რა? ეს კიდევ უფრო შეამცირებს გარდაცვლილთა პროცენტს.

თუ ჩვენ 500 ინფიცირებულის მაგივრად გვეყოლება 1000 ინფიცირებული, ის ექვსი გარდაცვლილი ხომ გარდაცვლილად დარჩება, ხომ არავინ გარდაიცვლება იმ 500-დან, რომელიც სავარაუდოდ უსიმპტომოა. ე.ი გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა დაქვეითდება. აი, ამას მინდა, რომ ხაზი გავუსვა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved