• რეკლამა
  • კონტაქტი
05:06, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც ზამთარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება

ალია ავტორი - ალია
12:03 11-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,927

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წელი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გადაწყვეტილებებით იქნება სავსე. წლის მთავარი სიმბოლო – მწვანე ხის დრაკონი არაერთ ადამიანს დაწინაურების პერსპექტივას მისცემს. ზამთრის 3 თვე კი ზოდიაქოს ამ 5 ნიშნისთვის ყველაზე წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდება.

ვერძი

ვერძისთვის ზამთრის პერიოდი შესაძლოა, რაიმე ახლისა და მნიშვნელოვანი საქმის დასაწყისი იყოს. წარმოუდგენელ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და შეგეძლებათ, ყველა პროექტი დაიწყოთ, რომლებზეც კი აქამდე გიოცნებიათ, თუმცა, განხორციელების გზებს ვერ პოულობდით. მომდევნო 3 თვე უამრავ ახალ პერსპექტივასა და შესაძლებლობას მოგცემთ, სერიოზულად დაფიქრდებით რაღაცების განახლებაზე და დაემშვიდობებით იმას, რასაც თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და სიხარული აღარ მოაქვს. წინ არაერთი გამართლება და საინტერესო საქმეა. ახლა დროა, თქვენი შრომის შედეგი სრულად დაინახოთ.

კურო

სამსახურში არსებული ფონი დასტაბილურდება, სიმშვიდეს იგრძნობთ და შემოქმედებითად კიდევ უფრო გააქტიურდებით. თუმცა, შესაძლოა, პროფესიის, საქმის, მიმართულების შეცვლაც კი გადაწყვიტოთ და აირჩიოთ ის, რაზეც სულ ოცნებობდით. რადიკალური გადაწყვეტილებების ნუ შეგეშინდებათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რომ თქვენი ყველა წამოწყება წარმატებითა და აღიარებით დასრულდეს. გადადგით ნაბიჯები იმ საქმეებისკენ, რომელთა გაკეთებაც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ და ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი დაიწყეთ.

კირჩხიბი

თუკი პირად ურთიერთობებში აქამდე გარკვეული სირთულეები გქონდათ, ზამთრის ეს თვეები თქვენთან სტაბილურობას, სიმშვიდესა და ჰარმონიას შემოიტანს და თავს ბედნიერად იგრძნობთ. მარტოხელა კირჩხიბებს დიდი შანსი აქვთ, რომ საბოლოოდ შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს და კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. უკვე დაოჯახებულები კი ოჯახში კომფორტსა და სიმშვიდეს იგრძნობენ, მეორე ნახევართან ერთად დროს შესანიშნავად გაატარებენ და სახალისო თავგადასავალს შექმნიან.

ქალწული

ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, მიჩვეულები არიან, რომ ირგვლივ ყველაფერი უნდა მოაწესრიგონ და დაალაგონ. ახლა დროა, თქვენს შინაგან სამყაროში, ფიქრებსა და ემოციებში ყველაფერი დალაგდეს და თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ. მომდევნო თვეები კიდევ უფრო დიდი ცვლილებებისთვის მოგამზადებთ. საკუთარ თავშიც აღმოაჩენთ ტრანსფორმაციას, რაღაცების გადაფასების სურვილს და ცხოვრებას განახლებული ფურცლიდან დაიწყებთ. სერიოზული ცვლილებებისაკენ სწრაფვა წარმატებით დასრულდება და ახალ, საინტერესო შესაძლებლობასაც მიიღებთ.

სასწორი

ბოლო თვეების განმავლობაში სასწორის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ზოგიერთი ცვლილება კი არც თუ ისე პოზიტიური იყო. ასტროლოგების თქმით, მომდევნო სამი თვე თქვენთან ყველაფერს უკეთესობისაკენ შეცვლის. ზამთარი არის პერიოდი, როდესაც თქვენს მომავალს საფუძველი ჩაეყრება! გახსოვდეთ, ის, რაზეც ახლა გაამახვილებთ ყურადღებას, მთელი წელი გაგყვებათ და შესაძლოა, ცხოვრებაც კი შეცვალოს. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რასაც მიმდინარე თვეები მოგცემთ. არ თქვათ უარი ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებაზე, ბევრი რამ სცადეთ და განვითარდით. წინ ძალიან საინტერესო ეტაპი გელით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved