იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილის მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავადაც იძიებდა ამ საქმეს, თუმცა, მოგვიანებით, სუსს გადასცა და მიუხედავად იმისა, რომ უწყებას თავად არ დაუსრულებია გამოძიება, ამტკიცებს, რომ ჰქონდა ვერსია, რომელიც თანხვედრაშია სუსის განცხადებასთან.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, – წერს უწყება.
გიორგი ქემოკლიძის დაკავების შესახებ გუშინ სუს-ის ბრიფინგით გახდა ცნობილი.
კომენტარები