• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ საქართველო დატოვა – „ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის“

ალია ავტორი - ალია
17:31 07-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,158

ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მისი თქმით, ამის მიზეზი 5 ივლისი გახდა, როცა მოძალადეები მის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ. მაშინ ლექსომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მირანდა გადარჩენილიყო. თვითონ მძიმედ დაშავდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

-ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად, ადამიანურად. სწორედ ამ მძიმე წლის დამსახურებაა, რომ ტაიმ აუტი ავიღე ამ პროფესიაში და წავედი საქართველოდან, მაგრამ არა იმიტომ, რომ გავექეცი მოვლენებს, არამედ იმიტომ, რომ 5 ივლისმა ეს შედეგი დააყენა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით, – ისაუბრა მირანდამ ,,პირველი ხაზის” ეთერში.

5 ივლისის შემდეგ მირანდას ცხოვრება ცალკე აღარ არსებობს, მასთან ერთად მუდმივად არის ლექსო, რომელსაც ბევრ რამეს უმადლის. ჟურნალისტი რამდენიმე თვის წინ ,,სარკეს” თავის პროფესიულ არჩევანზე, ცხოვრებაზე უამბობდა:

– 5 წლიდან ჟურნალისტიკა მინდოდა. სახლში პირდაპირ გამოვაცხადე, რომ ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი. ბევრი წინააღმდეგობა და შრომა დამჭირდა, რომ აქამდე მოვსულიყავი.

6 წლის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრში ვარ _ აქციები, სპეცოპერაციები, კრიმინალური გარჩევები… თითქმის ყველაფრის გაშუქება მომიწია. ყარაბაღშიც ვარ ნამყოფი. არა მარტო პროფესიაში, რეალურ ცხოვრებაშიც არასდროს არაფრის შემშინებია, ჟურნალისტიკაში კი ეს შიში საბოლოოდ გამიქრა.

_ მაყურებელს კარგად ახსოვს ის ემოციები, რასაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამოხატავდით. ამ გადმოსახედიდან როგორ გაიხსენებთ მეგობარს და იმ ტრაგიკულ დღეს.

_ ლექსო ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემთან იქნება. ჩვენ ერთი ემოცია და ტრავმა გადავიტანეთ. ყველაზე ახლო ადამიანები გავხდით. მისი გარდაცვალების შემდეგ თითქოს მარტო ვარ იმ განცდებთან და ტკივილთან, რაც 5 ივლისს უკავშირდება. ტრაგედია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დატრიალდა, მთრგუნავდა, მაგრამ ახლა მაძლიერებს, ახლა ლექსო მაძლიერებს და მახსენებს, რომ უნდა ვიბრძოლო მისთვის და მომავალი ჟურნალისტებისთვის.

ლექსო საოცარი ადამიანი იყო და კვალი დატოვა ამ პროფესიაში. ვამაყობ, რომ ვიცნობდი და ვამაყობ, რომ მე ვიყავი მის გვერდით. 5 ივლისს აღარ ვიხსენებ, რადგან ისედაც სულ ჩემთან არის. უბრალოდ ვაგრძელებ ამ პასუხისმგებლობით ცხოვრებას, თუმცა ეს არ გახდა ჩემთვის ტვირთი. ტვირთი ვერ იქნება ლექსოს ტრაგედია, ჩემთვის ეს მოტივაცია და უდიდესი პასუხისმგებლობაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved