ჟურნალისტები, რომლებმაც დღეს პოლიციელთა ძალადობის ამსახველი კადრები მიიპოვეს, ,,ქართლის ამბების” ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი და ,,ფორმულას” ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი არიან. პროკურატურამ დღეს საღამოს ჟურნალისტებიც დაკითხვაზე დაიბარა.
მედიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში კომბინატის დასახლებაში მუშაობდნენ და საზოგადოებას მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას აწვდიდნენ.
შეგახსენებთ, პოლიციელები კომბინატის დასახლებაში ორ მოქალაქეს პაპუნა ლოცულაშვილს და ლაშა აბისონაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ჩართული იყო თითქმის ყველა პოლიციელი.
პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან, ძალადობით, უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო.(ქართლის ამბები)














კომენტარები