• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, ორშაბათი, 11 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ზემოთ აღწერილ კომპოზიციაში შენი ადგილი არ არის” – ბექა კობახიძე გიორგი გახარიას

ალია ავტორი - ალია
00:50 06-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,899

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

მცირე ანალიზი იმისა თუ რატომ დაიბარეს ვახტანგ გომელაური გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად:

2019 წელს დადგმულმა ჩორჩანას საგუშაგომ რუსებს არ მისცა “მათი რუკების” მიხედვით საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საშუალება. მე რამდენადაც ვიცი, ეს საქმე პირადად გახარიას კონტროლქვეშ იყო და კახა ქემოკლიძე უწევდა ზედამხედველობას.

რუსებმა მაშინ გაჭედეს და, როგორც არასდროს ბოლო 13 წლის მანძილზე, ქართულმა მხარემ უკან არ დაიხია.
2022 წლის შემდეგ სხვა მოცემულობაა. მანამდეც ბევრი ეჭვობდა, მაგრამ როგორც ახლა ირაკლი შაიშმელაშვილმა თქვა რუსები ფიზიკურად სხედან ქართულ უშიშროების სამსახურებში.

რისი გაგრძელებაა გახარიას დაჭერა?

1. სააკაშვილი “ქართველმა ხალხმა” რომ უნდა გაასამართლოს, რასაც ზელენსკისაც ჰპირდებიან მომავალში;

2. ირაკლი ალასანია რომ გააგდეს, თანამშრომლები დაუჭირეს და პირად ცხოვრებაში შეუძვრნენ, რადგან საფრანგეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ყიდვას მოაწერა ხელი;

3. ივანიშვილის განცხადებები: 2003 წელს უცხო ძალამ მოაწყო რევოლუცია; 2008 წელს დასავლეთმა ჩაგვითრია ომში; ბოდიში;

4. ახლა გახარია ჩორჩანას გამო.

ივანიშვილს საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ლუკაშენკოზე მეტი თუ არა ნაკლები მორჩილი არ იქნება.
როგორც ევროკავშირში შესასვლელად გჭირდება კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილება (თავისუფალი სასამართლო, კანონის უზენაესობა და ა.შ.), ისე რუსულ სამყაროში სანდო წევრობისთვის რუსეთს უნდა დაუკმაყოფილო კონკრეტული მოთხოვნები: უნდა გქონდეს აწყვეტილი ავტორიტარიზმი, ფიზიკურად ანადგურებდე რუსეთის ყველა მოწინააღმდეგეს, თუთიყუშივით იმეორებდე რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს, ძალოვან უწყებებზე სტრატეგიული კონტროლი გადასცე რუსებს, წაახალისო რუსული ენა და კულტურა, ისტორიას შეხედო რუსეთის თვალით.

ამ ბოლო დღეებში გვირგვინით შეამკეს პუშკინის ძეგლი; ნიკოლოზ მჟავანაძეს რუსულად მაუწყებლობის უფლება მისცეს; ისტორიის სახელმძღვანელოებში შეინიშნება რუსეთისადმი კრძალვა; 2021 წელს, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა რუსული ვერსია 1921 წლის ოკუპაციაზე; დევნიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში მოხვდა, როგორც რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაცია; სამი წლის წინ დახურეს კგბ-ს და კომპარტიის არქივები, რათა ისტორიკოსებმა საბჭოთა წარსულის სიბინძურეები არ იკვლიონ.

მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის, ალასანიას, გახარიას და სხვების დასჯა არის რუსეთისგან მიღებული საშინაო დავალება, რომელსაც ივანიშვილი თუ არ შეასრულებს, ვერ გახდება სანდო პარტნიორი. ასრულებს პატიოსნად.

ანალოგიურად, რუსული დავალება იყო ანაკლიის პროექტის განადგურება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რუსეთის გვერდის ავლით დიდ სავაჭრო კარიბჭეს ქმნიდა ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთებისთვის. ასევე, პოტენციურად, მას შეეძლო დიდი სამხედრო გემების მიღება. რუსეთი ამ პროექტის განხორციელებას არ დაუშვებდა და ივანიშვილს დაევალა მისი ჩაშლა.

რუსულ კონფიგურაციაში მთლიანად ზის უკვე საქართველო, მაგრამ მომდევნო წლებში პროცესი ბევრად უფრო ხილული იქნება. რაც უფრო დაიკლებს წინააღმდეგობა, უფრო მოურიდებლად გამოვა მზის შუქზე რუსობა.

სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვასთან ერთად, აქ მინდა გახარიას შეცდომაც აღვნიშნო: როდესაც ყველაფერი ისეა, როგორც ეს ზემოთ აღვწერე, “კომისიაზე” მისვლით ან არ მისვლით შენ ვერ ცვლი და ვერ წყვეტ ივანიშვილი დაგიჭერს თუ არ დაგიჭერს. როგორც არ უნდა ჩაყვე თამაშის წესებში, ზემოთ აღწერილ კომპოზიციაში შენი ადგილი არ არის. რუსების დავალებაა საჩვენებლად დაისაჯონ ურჩები და რუსეთის მოწინააღმდეგეები. კომისიაზე მიხვალ თუ არ მიხვალ, არჩევნებზე გახვალ თუ არ გახვალ, ეს სტრატეგიულ სურათს არ ცვლის მტერთან ურთიერთობაში, ხოლო მოყვარესთან გემართება გაუცხოება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

20:25 08-08-2025
კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა
ახალი ამბები

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

16:50 08-08-2025
კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved