უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
CNN-თან საუბრის დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინმა შეიძლება ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს, რადგან ის ადამიანის სიცოცხლეს არ აფასებს.
“არა მხოლოდ მე – მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა იღელვოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იყოს სიმართლეც”, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები