უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება დღევანდელი დღით, 26 მარტით თარიღდება.
ზელენსკის მეორე ბრძანებულებით, ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა.
კომენტარები