უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ჩავიდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 16:00) დაიწყება.
ზელენსკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა (თბილისის დროით 17:30) დაგეგმილი.














კომენტარები