• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზელენსკი ამერიკაშია – “მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი Tomahawk-ებზე გაიგებს”

ალია ავტორი - ალია
01:39 10-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,052

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის კომპანიების წარმომადგენლებთან.

“უკვე ვაშინგტონში ვარ. დღეს შეხვედრები მაქვს თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან – მძლავრი იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას. დღეს ასევე შევხვდები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ახლა, როდესაც რუსეთი ფსონს დებს ტერორზე ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ და ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან – და ჩვენ ველოდებით, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელსაც წარმატებით მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო მამაცი, ვიდრე ჰამასი ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი. ძალისა და სამართლიანობის ენა გარდაუვლად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც. უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი Tomahawk-ების შესახებ გაიგებს. მშვიდობისა და საიმედოდ გარანტირებული უსაფრთხოების გარდა ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს და უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მალე დავიცვათ ხალხი რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!”. – წერს ზელენსკი.


ცნობისთვის, 15 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს უკრაინის სურვილს, რომ ომში “შეტევაზე გადავიდეს.”

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ Tomahawk-ების გარდა უკრაინისთვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს ეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved