ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ზაზა გახელაძის ფოტოს და წერს:
“ოკუპანტებმა ჩვენს მხარეს შემოუთვალეს-ზემო ოქონის, მე – 11 საუკუნის ტრიპტიკონის ხატი დაგვიბრუნეთ ან ჩორჩანის საგუშაგო მოშალეთო. მაშინ შეიძლება ზაზა გახელაძეს დაგიბრუნებთო.
მნიშვნელობა არ აქვს, რა უპასუხეს ხელისუფლების წაემომადგენლებმა, მნიშვნელობა აქვს ზაზა გახელაძის პოზიციას – ზაზა კატეგორიული წინააღმდეგია მასში ხატი ან ქართული მიწა გაიცვალოს.
ზაზა მზად არის, მისჯილი 12.6 წელი იჯდეს ოკუპანტების ციხეში…
ჩემთვის ზაზა გახელაძე გმირია.
ჩემის აზრით, საქართველოს ახალი გმირი ჰყავს.”
კომენტარები