• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზაზა პაპუაშვილი და მე ძალიან ახლოს ვიყავით… ტიმოთესუბნის მონასტერში, კელიაში, ორჯერ შევხდით ახალ წელს“ – რას გვიყვება გედევან ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
22:09 05-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,326

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე.

–30 მაისის,  გია გაჩეჩილაძე-„უცნობის“აქციას რა მიზანი ჰქონდა? რას მიაღწიეს და ამ აქციით ხელში, რა დაიჭირეს?

– ჩემთვის პრინციპულად გაუგებრია ასეთი აქციები, მიზანი ამგვარი აქციებისა. რა უნდათ, რის მიღწევა და რისი თქმა  სურთ, მართლა არ მესმის. ერთის მხრივ,  აქცია არის სახელისუფლებო, ხაზი ესმება იმას, რომ ხელისუფლების მიმართ ნეგატივი არ არსებობს მათგან. ხალხი ჩამოიყვანეს რეგიონებიდან „მარშრუტკებით“, ფაქტია, ვიღაცამ ჩამოიყვანა. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თითო „მარშრუტკით“ ხალხის ჩამოყვანა–წაყვანა,  თბილისში ერთი დღე მათი კვება, სხვა ხარჯები  და  600–700 ლარი ჯდება.  ბევრი ხალხი ჩამოიყვანეს და ამაში სოლიდური თანხა დაიხარჯა. მაგის გარდა სხვა ხარჯებიც იქნებოდა, ცხადია. როდესაც ამას აკეთებ, მაშინ უნდა გქონდეს კონკრეტული, გამოკვეთილი მიზანი, მეც უნდა მივხვდე, რა გინდა. მე ვერ მივხვდი  რა უნდოდათ, გარდა იმისა, რომ გაჟღერდა ისეთი გზავნილები, რომლებიც ძალიან ახლოს არის პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებთან. ვიგრძენი, რომ ამ აქციის ლოზუნგების დონეზე, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით პუტინთან. ამ ადამიანებს არ უნდათ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება, არ უნდათ საქართველოს ევროკავშირში შესვლა. უნდათ, რომ ეს ხელისუფლება იყოს და იყოს. არც  ნატო–ში გაწევრიანება უნდათ და  არსად არ უნდათ. არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდათ, სოხუმი და ცხინვალი იმ მიტინგზე არავის უხსენებია. საუბარი იყო მარტო მშვიდობაზე. მშვიდობა ყველას გვინდა და დავით აღმაშენებელი, იმის გამო, რომ  მშვიდობა ყოფილიყო, ომობდა. თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის მზად უნდა იყო, ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც დღის წესრიგიდან ვერ მოხსნი იმიტომ, რომ მშვიდობა გქონდეს.  ყველა ვხდებით, რომ მშვიდობა არის რაღაცის საპირწონე. მშვიდობა კარგია, როცა სოხუმი და ცხინვალი შენთან არის, როცა ქვეყანა დამოუკიდებელია, ვიღაც არ ავიწროვებს და არ აიძულებს ქვეყანას, თავის სტრატეგიულ ამოცანებზე უარი თქვას. მშვიდობა არის ჩვენი ევროპაში და ნატო–ში ყოფნა.  საქართველოს ნეიტრალიტეტზე კეთდება აქცენტი, რაც სრული აბსურდია, უსაფუძვლო და მიუღწეველი  მიზანია. საქართველოს ნეიტრალიტეტი  რუსეთის შემოგდებულია, ეს  მის გარდა არავის აწყობს. ნეიტრალიტეტი არის რაღაცის საპირწონე ქვეყნისთვის. შვეიცარია ნეიტრალური რომ ყოფილიყო, ევროპაში ერთ–ერთი ძლიერი არმია შექმნა. თუ არ გინდა არავისთან ყოფნა, მაშინ  იმაზე ძლიერი უნდა იყო, ვიდრე მაშინ, როცა ვინმესთან ხარ კოალიციაში…. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გადის უკრაინის  ბრძოლაზე რუსეთან და რუსეთი რომ დამარცხდება, რაც აუცილებლად მოხდება, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღვიდგენთ. მიაქციეთ, ალბათ, ყურდღება გაერო–ში  რა საკითხზე  იყო  კენჭისყრა.  გაერო–მ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც  რუსეთი  აღიარა აგრესორ სახელმწიფოდ უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ჩინეთმა, ბრაზილიამ, ყაზახეთმა და სომხეთმა, რომლებიც რუსეთის პარტნიორ ქვეყნებად ითვლებოდნენ. იცვლება გეო–პოლიტიკა, ამ სახელმწიფოებმა იმიტომ აღიარეს რუსეთი აგრესორად, რომ ამით აღიარებენ ახალ გეო–პოლიტიკურ რეალობას. ამ  ახალ გეო–პოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთს გასრესენ. ამ კენჭისყრზე, რუსეთის აგრესორად არ აღიარებას ანუ რეზოლუციის  წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ.

–საგულისხმოა, რომ  იმ სომხეთმა  აღიარა რუსეთი აგრესორად, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული. ამის გარდა, სხვა ფაქტებიც არსებობს, რომ სომხეთიც კი  რუსეთისგან დინტანცირებას ცდილობს.

– კი, ბატონო, სომხეთის ხელისუფლებამ ისიც განაცხადა, პუტინი თუ ჩამოვიდა სომხეთში, დავიჭერთ და ჰააგის სასამართლოს გადავცემთო.  ეს რეზოლუცია ჩვენ გვეხება, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ  აგრესორად გამოცხადდა რუსეთი და საქართველომაც ხმა მისცა რეზოლუციას. არ გამოვა ასე. ქვეყანას აგრესორად აღიარებ,  რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი ომით წაგართვა დაგიხოცა ჯარისკაცები, პოლიციელები, მშვიდობიანი მოქალქეები, ქართული სოფლები მიწასთან გაასწორა, ათეულბით ათასი ადამიანი დევნილად გიქცია და  მასთან ურთიერთობის გამყარებას ცდილობ?!

– 30 აპრილის აქციას დავუბრუნდეთ. „უცნობმა“, ზაზა პაპუაშვილმა და აქციის  სხვა ლიდერებმა ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება დაანონსეს. როგორ უნდა შექმნან ახალი ეროვნული მოძრაობა, როდესაც მის სათავეებთან ის ხალხი დგას, ვინც ზვიად გამსახურდია დაამხო და იარაღითაც ებრძოდნენ, ვინც სამოქალაქო ომი დაიწყო, სამეგრელოს აოხრებაში მიიღო მონაწილეობა?

–ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს, ანონსით ვერ შექმნი  ეროვნულ მოძრაობას. მით უმეტეს, „მარშრუტკით“ ჩამოყვანილი ხალხით რაიმე დემოკრატიული და ეროვნული პროცესების წამოწყება არსერიოზულია. ასეთი აქციები თავის დროზე ხელისუფლებამ „პატრიოტთა „ალიანსთან“ ერთად ჩაატარა. „ქართული ოცნება“ აორგანიზებდა რეგიონებიდან „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ხალხის ჩამოყვანას და საჯარო მოხელეები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები და სუსი–ის მოზიდული ადამიანები იღებდნენ აქციებში მონაწილეობას. მაშინ „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი და  კარგად მახსოვს საორგანიზაციო საკითხები როგორ წყდებოდა. ახლა სხვა სუბიექტი აკეთებს იგივეს და ეს ჩემთვის არსებითად არაფერს ცვლის.

–რამდენად  რეალურია, რომ ზაზა პაპუშვილმა და იმ ხალხმა, რომლებიც ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებას აპირებენ,  პოლიტიკური პარტია შექმნან, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტი იქნება. 2024  წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და „ქართული ოცნება“ მასთან ერთად და მისი მეშვეობით საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს?

– ზაზა პაპუაშვილი და მე ვმეგობრობდით პარლამენტში, ძალიან ახლოს ვიყავით.  გავუვლიდი მანქანით და ერთად მივდოიდით ქუთაისში, როცა იქ იყო პარლამენტი. მე და ზაზა ბორჯომში, ტიმოთესუბნის  მონასტერში, კელიაში ორჯერ შევხდით ახალ წელს.  მეგობრები ვართ და საჯარო სივრცეში მეგობრებს  არ ვაკრიტიკებ. მომწონს, არ მომწონს მათი რაიმე ქმედება, ამას ჩემთვის ვიტოვებ. „ნაციონალების“ ოპოზიციაში როცა ვიყავი, იმ ხელისუფლებაშიც მყავდა მეგობრები და მათზე აუგს არასდროს ვიძახდი. მეგობრობა უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა. თავის დროზე „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ ვიყავი,  ლევან გაჩეჩილძის ბორჯომის შტაბის უფროსი ვიყავი და ძალიან ცუდად მახსოვს ის მიტინგებიც,  „დინამოს“ სტადიონიც, ის შემდგომი სპეკულაციებიც, რამაც „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ბოლო მოუღო. შესაბამისად, არ მჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთ პროცესში ცუდად წარმოაჩენენ თავს, მეორე პროცესში გაიბრწყინებენ. მით უმეტეს, ამ პროცესის ვერც მორალურ, ვერც პოლიტიკურ ფასს ვერ ვხედავ.

რაც შეეხება ახალი პარტიის შექმნას. მე მგონია, ეს ყველაფერი იქნება ანაქრონიზმი. უკრაინა მალე, მაისის  ბოლომდე, მაქსიმუმ  ივნისში  მოუგებს რუსეთს, თქვენ დაინახავთ ამას ყველაფერს და ძალიან თვალსაჩინო იქნება ყველაფერი – უკრაინის ჯარი მიაღწევს წარმატებას და რუსეთი, როგორც პოლიტიკური ფაქტორი, დამთავრდება. ეს მასხრაობაც დამთავრდება და ახალი პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება საქართველოში. ამ ხელისუფლებას მოუწევს, არჩევნები ჩაატაროს  არა ბიძინას ფულით, სუს–ით და ადმინისტრაციული რესურსით, არამედ ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები, ხალხის ნების, არჩევანის  გამოხატვით და იქ დამთავრდება სპეკულაციები. გაიმარჯვებს გზა დავით აღმაშენებლისა, გიორგი ბრწყინვალისა, ილიასი, მერაბ კოსტავასი და ზვიად გამსახურდიასი. ჩრდილოეთიდან ამომავალი მზე ჩაესვენება ჩრდილოეთში…

თეგები: გედევან ფოფხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“
ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

23:18 05-29-2023
„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“
ახალი ამბები

„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“

21:49 05-29-2023
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,შესაძლოა, საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან“ – სოსო ცინცაძე

17:17 05-28-2023
,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები
ახალი ამბები

,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები

12:29 05-28-2023

ბიზნესი

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

13:01 05-31-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს

12:54 05-30-2023
თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!
ახალი ამბები

თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!

15:10 05-29-2023
აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია
ახალი ამბები

აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია

13:14 05-29-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved