• რეკლამა
  • კონტაქტი
15:02, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზარინის გაზი – საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

ალია ავტორი - ალია
17:25 11-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გასცა. ასადი ეჭვმიტანილი იყო სამხედრო დანაშაულებში თანამონაწილეობაში იმ თავდასხმებში, რომლის დროსაც 2013 წელს დამასკოს მახლობლად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სასამართლომ ასევე გასცა საერთაშორისო დაკავების ორდერები ასადის ძმის, მაჰერის, სირიის ელიტარული სამხედრო ნაწილის დე-ფაქტო მეთაურის და შეიარაღებული ძალების ორი გენერლის წინააღმდეგ.

პარიზის სასამართლოს განყოფილება, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებს სწავლობს, ქიმიურ თავდასხმებს 2021 წლიდან იძიებს. გამოძიება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სირიის ცენტრის (SCM), ადვოკატთა ასოციაცია Open Society Justice Initiative (OSJI) და სირიის არქივის, სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის დამადასტურებელი ორგანოს მიერ შეტანილ იურიდიულ საჩივარს მოჰყვა.

“სასამართლო აღიარებს, რომ ქიმიური თავდასხმა არ შეიძლებოდა მომხდარიყო სირიის პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, – განუცხადა SCM-ის პრეზიდენტმა მაზენ დარვიშმა AFP-ს.

ასადის და სხვების წინააღმდეგ საქმეს განამტკიცებდა მოწმეების ჩვენებები და სირიის სამხედრო სარდლობის ჯაჭვის ანალიზი. აქტივისტებმა 2013 წელს YouTube-ზე გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც ასახულია თავდასხმის შედეგები, მათ შორის ათობით გვამი, მათ შორის, ბავშვები. სცენებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღშფოთება და დაგმობა გამოიწვია.

გაეროს მოხსენების თანახმად, არსებობს აშკარა მტკიცებულება ზარინის გაზის გამოყენების შესახებ. სირიის მთავრობამ უარყო ბრალდებები.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. მას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყნის ომამდელი მოსახლეობის ნახევარი დევნილად იქცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved