პოლიტიკოსი, დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, სიტყვით მიმართავს პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს და ამბობს:
“დღეს გაფორმება მოხდა, რომ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ იღებს დავალებას პუტინისგან.
დღეს აქ შეიკრიბა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ არ მიეღოთ რუსული კანონი, მშვიდობიან მოქალაქეებს ძალა დაუპირისპირა რუსულმა რეჟიმმა. ამას გამოეხმაურა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი.
ზარი ზარზე შემოდის პარტნიორი ქვეყნებიდან და ახლოვდება სანქციების დღე ამ ნაძირლებისთვის.
სულ მალე, თქვენ ნახავთ, რომ ამ ადამიანებს არავინ არ დაელაპარაკება, პირველ რიგში არ დაველაპარკებით ჩვენ და არ დაელაპარაკება არავინ მსოფლიოში და ჩვენ მათ გავისტუმრებთ რუსეთში.
ეს ბრძოლა რთულია, უნდა ვიდგეთ მანამდე, სანამ არ დავასრულებთ. “
კომენტარები