• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა 2 მლნ ტონამდე მარცვლეულის მოსავალი აიღეს – უკრაინული მხარე

ალია ავტორი - ალია
11:50 07-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

ზაპოროჟიეს რეგიონში, რომელსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, ოკუპანტებმა დაახლოებით 2 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი აიღეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ხელმძღვანელი ევგენი ბალიცკი ავრცელებს.

„რეგიონში მოსავლის აღების კამპანია მიმდინარეობს“ – განაცხადა ბალიცკიმ საკუთარ ტელეგრამის არხზე და აღნიშნა, რომ წელს რეგიონში მიღებული მოსავალი წინა წლისას, სავარაუდოდ, 1.5 მილიონი ტონით გადააჭარბებს.

ბალიცკის თქმით, ზაპოროჟოეში მიღებული გასული წლის მოსავლის 70% რუსულმა ძალებმა უკვე გაყიდეს. მისი ცნობით, რუსულ ძალებს მარცვლეულის გაყიდვაში ყირიმის ე.წ ხელისუფლება ეხმარება.

„მარცვლეულის მიწოდება ყირიმის ხელისუფლებასთან ახლო თანამშრომლობით ხდება, ვინც უზრუნველყოფს უწყვეტ გზას საბაჟოსა და გამშვებ პუნქტებში“ – განაცხადა ბალიცკიმ.

ბალიცკი აცხადებს, რომ მარცვლეულის მწარმოებლები თავად ირჩევენ სად გაყიდიან მარცვლეულს.

ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვის თქმით, მოსავლის მიყიდვა მხოლოდ ავტორიზებული პირებისთვის, ნახევარ ფასადაა დასაშვები.

„ავტორიზებული მწარმოებელი ნახევარ ტონა მარცვლეულს 50 დოლარზე ოდნავ მეტად აფასებდა. ეს ნახევარი ტონა მარცვლეულის ფასია. შემოდგომით ამ პირობებში არავინ დათესავს მინდვრებს“ – განაცხადა ფედოროვმა.

უკრაინა რუსეთს ბრალს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის გასული წლის მარაგის მითვისებაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ელის, რომ მისი მარცვლეულის 60 მილიონ ტონაზე მეტი შემოდგომით ომის გამო მომხმარებლებამდე ვერ მიაღწევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved